,,გოგი პაპა პური და წყალი მოგიტანეო" - თბილისელი 5 წლის ბიჭის სევდიანი ისტორია
სოც.მედია - 17:04, 12 Feb, 2016     5319
სოციალური ქსელის მომხმარებელი ლიზი ფუხაშვილი თბილისში მცხოვრები ერთი პატარა ბიჭის ისტორიას აღწერს. ამ ამბის შემსწრე ლიზი თავად გახდა.

,,საღამოს, ყინვასა და ქარში, სახლში ავდიოდი, წამიც და ,,პადიეზდში" შევიდოდი წინ პატარა ბავშვი გადმომიხტა, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ დახმარების მთხოვნელს არ ჰგავდა. იქნებოდა ასე 5-6 წლის, მეუბნება: - 5 თეთრი ხომ არ გექნებათო. ვიფიქრე ლიფტისთვის უნდა მეთქი. არ მქონდა და ვკითხე სხვა ფული რომ მოგცე მეთქი, კარგიო.(გაუბრწყინდა თვალები) მივეცი 1 ლარი და გულითადი მადლობის მერე გავაგრძელე გზა, მაგრამ უცებ გავჩერდი, გამიელვა შიშმა, ამ ფულით (მერე რა რომ ლარია) რამე ისეთი არ იყიდოს მეთქი, (სიგარეტი) გამოვბრუნდი და პირველივე მაღაზიაში შევედი. გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა მეთქი ამ ბავშვის გზის აცდენას თუ შევუწყე უნებლიედ ხელი. მაგრამ უცებ დავინახე, როგორ ყიდულობდა ერთ პურსა და პატარა მინერალურ წყალს, უნებლიედ დავიმალე, მაინტერესებდა სად მიჰქონდა.გამოვიდა, გავყევი. და მოულოდნელად აღმოვაჩინე რომ ჩვენ კორპუსთნ ახლოს ერთი კაცი ძველმანებზე წევს, გამოწვდილი ხელით. მიირბინა ამ ბავშვმა და გამოაფხიზლა გარკვევით მესმოდა ,,გოგი პაპა პური და წყალი მოგიტანეო" გოგი პაპამ დალოცა, თვალებში ცრემლები ედგა. საოცარი თვალებით უყურებდა ჩემს უცნობ მეზობელს. მე იმ მომენტში ვამაყობდი ამ ბავშვით, მისი ნათქვამი ,,გოგი პაპა" მიმანიშნებდა იმაზე, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ვფიქრობ არც უკანასკნელი იქნება. ცრემლები წამომივიდა ისეთი გრძნობები მომაწვა. მიხაროდა ამ ბავშის არსებობა, მიხაროდა რომ ასეთი თაობა გვყავს, მინდა ბევრნი იყვნენ ასეთები, მინდა ბევრი ვიყოთ ასე. ღმერთმა დაგლოცოს ჩემო პატარა უცნობო მეზობელო“ - წერს ლიზი ფუხაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42