ლეონიდ ჩერნოვეცკის ორგანიზებით გამართული კონკურსის გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გაფორმდა
პოლიტიკა - 16:03, 12 Feb, 2016     1087
პოლიტიკური მოძრაობის „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერის ლეონიდ ჩერნოვეცკის ორგანიზებით გამართული კონკურსის „ბედნიერი საქართველო: იდეები, მეთოდები, განხორციელება!“ გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული კონკურსანტების–ნატო გოგმაჩაძის, თეიმურაზ დიასამიძის და გიორგი შუკაკიძის ნამუშევრებს ლეონიდ ჩერნოვეცკი 10 000, 5 000 და 3 000 ლარად შეისყიდის. შესყიდული ნამუშევრები გამოიყენება ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიის პროგრამის დებულებების ფორმირების პროცესში.

კონკურსი სოციალურ ქსელში, ლეონიდ ჩერნოვეცკის პირად გვერდზე ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსის წესების მიხედვით, ნაშრომების ძირითადი საკითხები სწორედ იმ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის მეთოდებს ეხებოდა, რომლებიც მთელი საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდ გამოწვევებს წარმოადგენს.

კონკურსი იმ მთავარი სოციალური თუ სამართლებრივი პრობლების გამოვლენას ისახავდა მიზნად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს საზოგადოებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, კონკურსის მიზანი იყო მოქალაქეების ჩართულობის ამაღლება სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვადასხვა სახის საკითხების გადაჭრის გზების ძიებაში.

ლეონიდ ჩერნოვეცკი მომავალშიც არა ერთ საინტერესო პროექტსა და კონკურსს შესთავაზებს საზოგადოებას, რომელთა მიზანი იქნება მოსახლეობის ჩართვა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში და აგრეთვე მათი ინიციატივების გათვალისწინება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42