„უცნობი“ VS ჩამოსულები - „გააგებინეთ ვინმემ ამ კაცს ისიც რომ ჩამოსულია ჭორვილადან...“
სოც.მედია - 14:32, 12 Feb, 2016     7224

სოციალური ქსელი ააფეთქა გია გაჩეჩილაძის განცხადებამ, რომელიც გადაცემა 2030-ის ეთერში გააკეთა. ”მირეკავს ჟურნალისტი და ვეუბნები, ხომ გავაკეთე ამაზე განცხადება, მეტი რაღა უნდა ვთქვა- მეთქი?! არა, მაინც აგრძელებს. ჟურნალისტი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს ჟურნალისტურ სფეროში, პირდაპირ არის ერთი თვის ჩამოსული რაიონიდან და მიკროფონი აქვს ხელში დაჭერილი. არ შეიძლება ასე, არა!” ამ განცხადების გაჟღერებისთანავე სოციალურ ქსელში ჟურნალისტების სტატუსები გამოჩდა, რომელიც გია გაჩეჩილაძისადმი იყო მიმართული.

დავით ქაშიაშვილი: გამარჯობა მე დუშელი ვარ. დედაქალაქის უბნებში დამოუკიდებლად ბორიალისას, მხოლოდ დიღმის მასივში არ ვიკარგებოდი. დიღომში ჩემი ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ და მეტნაკლებად ვცნობდი მის კვარტლებს. კიდევ ვიცოდი დიდუბე, ვაგზლის მოედანი და ლილოც, რდგან სასკოლე სამოსისთვის აგვისტოს ბოლის "ბაზრობაზე" უთენია მივყავდი დედას. შემოვირბენდით მოვაჭრეთა დახლებს და ამით მთავრდებოდა თბილისში რამდენიმე საათიანი სტუმრობა.
საფუძვლიანად დედაქალაქში 2000 წლის ივლისში გადმოვცხოვრდი.
ბაბუაჩემს რომ გიდის როლი არ მოერგო, თსუ–ს მაღლივკორპუსს, მისაღები გამოცდების ადგილს ...ვერ მივაგნებდი.
მერე ვისწავლე ვაკისკენ, მეექვსე კორპუსიისკენ მიმავალი გზა – ჩემი "პროვინციალიზმიდან". მიკროფონის ჭერაც, კითხვების დასმაცა და რესპონდეტებთან ურთიერთობა–საუბარიც რაონიდან ჩამოსვლის მერე ვისწავლე ჩემო ბატონო.

ინგა გრიგოლია: ჩემს დაბადების მოწმობაში ასე წერია-ინგა რომანის ასული გრიგოლია,დაიბადა 1971 წლის 8 მარტს,სამტრედიის რაიონში.რეგისტრაციის ადგილი-სამტრედია,ნაფაღაურის სოფლ. საბჭო)

ნანუკა ჟორჟოლიანი: გააგებინეთ ვინმემ ამ კაცს ისიც რომ ჩამოსულია:) ჭორვილადან...

ია თინიკაშვილი: ეე, გაჩეჩილაძევ, მომეჩვენა თუ ქსენოფობიურს წააგავს ეს განცხადება. არ ვიცი, რომელ ჟურნალისტზე თქვი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მეც რაიონიდან ვარ, გორში ვცხოვრობ და მიკროფონიც მიჭირავს ხელში, მაგრამ მერწმუნე, ასი წელი ვერ გააკეთებ ამ ქვეყნის და საზოგადოებისთვის იმდენს, რამდენიც მე გამიკეთებია! სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებ გამონათქვამებში ყოველდღიურად და გული მწყდება!

ჟანა ასანიძე: ამ არაკაცს უყურეთ ერთი...ვაკელობა პრივილეგიაა და თუ ვაკელი არ ხარ და რაიონიდან ხარ ჩამოსული, ,,დაიბრაკე" ხო? ნაგვების დოღია ქვეყანაში და ახლა წურბელები მედიაში შესვლასაც გეგმავენ. იცი რა ტეხავს? ძალათ კაი ბიჭობა, ვითომ ,,სვეტსკობა' და გამზადებულზე მისვლა რიხით... ,,მაესტრო" არის უმაგრესი გუნდი, მისი ამ ფორმით გაბითურება ვაი-პოლიტიკანების მხრიდან არის მარაზმი. კაცი რომ პოლიტიკაში ვერ შედგები და მუდმივად ნული რჩები და მერე მედიაში წახვალ, იქაც ნოლი დარჩები, რადგან მედია ყოველთვის ფილტრავს...ყოველთვის ლუსტრირებას ახდენს... ხარ ნაგავი-უფრო ყროლდები!

ნიკა ქავთარაძე: გაჩეჩილაძეების სამი შტოა:

1.ზესტაფონი,სოფელიწევა
2.ზესტაფონი,სოფელისაწაბლე
3.თბილისი,სოფელივაკე

გურამ შეროზია: ერთი თვის ჩამოსულია რაიონიდან" და მაინც შენზე ასი თავით მაღლა დგას უცნობო ჩემო. "ვაგონი მიჰქრის" და "მეძავსაც წეწავს" აშკარად უფრო შენია, ვიდრე ეს თითიდან გამოწოვილი მაღალ'ფარდოვნება :)))

არაფერი პირადული, მე ერთ თვეზე მეტი ხნის ჩამოსული ვარ და ეს ტუპოი კომენტარი არ მეხება

სოფო ხუციშვილი: ჩამოსულების სახელით მოგეგამარჯობებით

ნინო არღვლიანი: გამარჯობა, მე სვანი ვარ.

სოფო ბერიძე: გამარჯობა, მე რუსთაველი ვარ.

გურამ როგავა: მე ზუგდიდელი ვარ.

თელარა გელანტია: გამარჯობა, მე წალენჯიხელი ვარ... და ახლა ის გამირკვიეთ, "ვაკის კანონში" როგორ წერია - რაიონელობას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს? P.S.2006 წლიდან ვსწავლობ და ვმოღვაწეობ თბილისში.

ნინო სამყურაშვილი: გამარჯობა, მე საგარეჯოელი ვარ და ეს ამბავი ძალიან მეამაყება.

გიორგი კეკელიძე: ცხოვრება, იმითაცაა საინტერესო, რომ ერთი მხრივ გუშინ აინშტაინის ნაწისანასწარმეტყველები გრავიტაციული ტალღების არსებობა დადასტურდა, მეორე მხრივ, ხალხი მთელი ღამე განიხილავდა, შეიძლება თუ არა რაიონიდან ერთი თვის ჩამოსულ ჟურნალისტს ხელში მიკროფონი ეჭიროს. საინტერესო კი იმიტომაცაა, რომ ირონიის გარეშე - ორივე თემა მნიშვნელოვანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42