„ეს ამბავი ატეხა კულტურის პალატამ...მე არ მაქვს იურიდიული ბერკეტი, თუმცა ჩემი „კანალებით“, რაც შემეძლო, გავაპროტესტე და ამან შედეგიც გამოიღო. ეს ქართული საქმეა და ვინ გააკეთებს, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ როდესაც არსებობს ორგანიზაციები , რომელსაც მსგავსი საკითხების დარეგულირება ევალება, ჩუმად არ უნდა იყვნენ... იცით, „ყვავილების ქვეყანა“ ევროვიზიაზე უნდა გაეტანათ, როგორც სომხური სიმღერა... ამიტომ უნდა გაგზავნილიყო ოფიციალური ნოტა იქაურ კულტურის სამინისტროში... მე რომ ბერკეტები მქონოდა, ვიცი რასაც ვიზამდი - ავიღებდი ბილეთს და პირადად ჩავიდოდი სომხეთში.... აქ ერთი რამაა მთავარი- არავინ იფიქროს, თითქოს, სომეხი ერის წინააღმდეგი ვარ, კი ბატონო, იცეკვონ, იმღერონ, ღმერთმა შეარგოს, უბრლოდ თქვან, რომ ესაა ქართული!“- აცხადებს ოქიტაშვილი.
ხომ არ განიხილება კულტურის მინისტრად დავით ოქიტაშვილი? - ჟურნალისტის ამ კითხვაზე ოქიტაშვილმა აღნიშნა, რომ მისი კულტურის მინისტრობა გამორიცხულია:
„გამორიცხულია, მე ვმუშაობ საქართველოს კულტურის პალატაში, მაქვს ჩემი საქმე, ვარ თავისუფალი, რასაც მინდა ვლაპარაკობ.... რა საჯარო სამსახურში რომ არ ვმუშაობ, ქართულ კულტურაში ჩემი წვლილი არ შემაქვს?! მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტალახი გვესროლეს, იმ ადამიანებს, რომლებიც მაკრიტიკებენ, მინდა , დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მოდუნების საშუალებას არ მაძლევენ. კულტურის პალატას კი, სულ რომ არაფერი გააკეთოს სამაყოდ ოლიმპიადაც ეყოფა“- აცხადებს ოქიტაშვილი.
კულტურის პალატის ხელმძღვანელმა ოლიმპიადის ფინანსურ სკანდალებზეც ისაუბრა:
„თანხები გავფლანგე და ახლა გელაპარაკებით? ფინანსები ალეკო ახვლედიანს ეხებოდა, ჩვენ მხოლოდ შემოქმედებით მხარეზე ვზრუნავდით. არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალური იყო, მაგრამ შეუძლებელი შევძელით“- აღნიშნავს ოქიტაშვილი.
წყარო „ვერსია“
მასალის გამოყენების პირობები






