1 აპრილიდან ოკუპირებული აფხაზეთი სავიზო რეჟიმზე გადადის
პოლიტიკა - 12:43, 12 Feb, 2016     3082

1 აპრილიდან ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა ცალმხრივად აუქმებს უვიზო რეჟიმს იმ ქვეყნებისთვის , რომლებსაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვთ. ამის შესახებ განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ გააკეთა:

„აფხაზეთში შესვლის და გასვლის მარეგულირებელ კანონში, რომელიც ძალაში 1 აპრილიდან შევა მთელი რიგი სიახლეებია. ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ აფხაზეთში ვიზის გარეშე შემოსვლას შეძლებენ მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც აღიარებული აქვთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა და რომლებთანაც არსებობს ორმხრივი უვიზო რეჟიმის შეტანხმება“- განაცხადა ბგანბამ.

ბგანბას განცხადებით დოკუმენტზე მუშაობა 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.მისი თქმით, ვიზების შემოღება გააძლიერებს მიგრაციულ კონტროლს ქვეყანაში. ამასთანავე დე ფაქტო პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით 2018 წლის 1 იანვრიდან იგეგმება მიგრაციის ბარათის შემოღებაც, მანამდე კი ამ ბარათების გამოყენებისთვის აფხაზეთის საზღვრები თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება.

აფხაზეთთან უვიზო რეჟიმის შეთანხმება ამ დროისთვის ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვს რუსეთის ფედერაციას და ნიკარაგუას რესპუბლიკას. ვენესუელას, ტუვალუს და ნაურუს ჯერ დოკუმენტის რატიფიცირება არ მოუხდენია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42