"რუსულ პროპაგანდას მთავრობა ისედაც აფინანსებს"- ახალი არხის ინიციატივას ოპოზიცია კრიტიკულად შეხვდა
პოლიტიკა - 11:46, 12 Feb, 2016     1423

საქართველოს მედია სივრცეში რუსულენოვანი სატელევიზიო არხის შესაძლო გამოჩენას ოპოზიციის წარმომადგენლები კრიტიკულად აფასებენ. მათი თქმით ძალიან მნიშვნელოვანია გაირკვეს ამ არხის შინაარსობრივი მხარე, იმისთვის, რომ არხი რუსული პროპაგანდის იარაღად არ იქცეს

„უნდა იყოს პროექტი წარმოდგენილი ნათლად, რომელი ტელევიზიის ბაზაზე კეთდება. შინაარსობრივი მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ რუსული იდეების პროპაგანდა დავიწყოთ, ეს ისედაც არ გვაკლია, ნებისმიერი საკაბელო მაუწყებელი გადმოსცემს რუსულ არხებს"- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა გია ცაგარეიშვილმა „კურიერთან“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, ახალი რუსული არხის გამოჩენის საჭიროება არ არსებობს, რადგან მთავრობა ისედაც ხელს უწყობს რუსული პროპაგანდის გავრცელებას და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც კი აფინანსებს:

„ალბათ ამის საჭიროება არ არის რადგან რუსულ პროპაგანდას და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას საქართველოს მთავრობა დღეს ბიუჯეტიდან ისედაც აფინანსებს და ეს დოკუმენტურად არის დადასტურებული, რაც ძალიან ადეკვატურად აისახა ამერიკის დაზვერვის დეპარტამენტის ანგარიშში“- აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42