,,მამუკა ღლონტს გადაეცით, დაასახელოს ფული ვინ გადამიხადა...“ - გია გაჩეჩილაძე
პოლიტიკა - 22:54, 11 Feb, 2016     2607
რატომ ფიქრობს მაესტროს 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე, რომ მის წინააღმდეგ მოქმედებს ხელისუფლება. ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე გაჩეჩილაძემ ,,მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.

,,მე ეს დღეები ძალიან უსამარლო მდგომარებაში ვგრძნობ თავს, სირცხვლია, რომ 55%-იანი წილის მფლობელი ვერ ნიშნავედეს დირექტორს. ეს შეიძლება ნებისმიერ სხვა ბიზნესზე აისახოს. რა ხდება ვერ გავიგე. ის შანტაჟი, რომელიც ტელევიზიდან მოაწყვეს, აჰყვა მას ხელისფლება, და ვერ გავიგე რა მოხდა? შეეშინდა თუ რა არის? რეესტრს არ გააჩნია უფლება რომ არ დაარეგისტრიროს. ყველანაირი შანტაჟი იყო. 4 დღეა ეთერიდან არ ჩამოსულა ეს თემა. თუ ტელევიზია გაქვს არაფერი არ მოგეკითხება? არც ვალი, არც გასხვისება? რაც გინდა აკეთე, მერე გამოვარდი ტეელვიზიით და იყვირე მე ვარ დირექტორიო. რა ხდება? 19 თებერვალს იწყება გაკოტრების პროცესი და ეს გაკოტრების პროცესი ახალმა დირექტორმა უნდა გამოიწვიოს, რომ რეაბლიტაციის პროცესი წავიდეს, და ეს თუ არ მოხდა და ნოლზე დაგვტოვეს, მაშინ რა გამოდის?“ - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ მის დღევანდელ განცხადებას, გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, როცა ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრმა თავი შეიკავა ლეგიტიმურ გადაწყვეტილებაზე ხელი მოეწერა.

რომელ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს ეს? როგორი მაგალითი იქნება ეს სხვა ბიზნესისთვის?

აპირებს თუ არა გაჩეჩილაძე ამ თემაზე პრემიერს შეხვედეს, ,,უცნობი“ ამბობს, რომ მას არანაირი კომუნიკაცია აღარ ჰქონია გიორგი კვირიკაშვილთან და არც აპირებს შეხვედრას, რადგან მისი თქმით, პრემიერი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენოს.

,,არანაირი კომუნიკაცია არ მქონია და იმ დღეს რომ მქონდა კომუნიაკაცია ის კაცი უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე და მეც უხერხულ მდგომარეობაშ ვარ, ხელზე დაიხვიეს და კიდევ ტატომ ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში. რათ უნდა ამას პრემიერი? უნდა დაინიშნოს დირქტორი რომ ხელი შევუშალო გაკოტრებისპროცესს. რასაც აკეთებენ, ეს არის რუსლი პროექტი და რუსული გეგემა. ეს ხდებოდა 90-იან წლებში“ - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მაესტროს საკონტორლო წილის მფლობელი მამუკა ღლონტის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გია გაჩეჩლაძემ 25%-იანი წილი გაასხვისა, თანხა მიიღო და დღეს მისი წილი ნულის ტოლია,

,,მამუკა ღლონტს გადაეცით მითხრას ვისგან მივიღე ეს თანხა? გავლილი მაქვს ეს, 9 წელია მაგას ვისმენ. კონკრეტულად დაადოს ხელი, ვინ გადამიხადა. დაანებოს ამ სისულელეების ლააპარაკს თავი და არა მარტო მამუკა ღონტმა. თავი ჟურნალისტებად რომ მოაქვთ ნინო ჯანგირაშვილი და მის მეუღლეს, ვითომ თავისუფლების მწვერვალები რომ არიან. ღლონტი იტყუება, დაასახელოს, თუ არადა მაგაზე არის სასმართლო და ის გადაწყვეტს ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. მე ვარ 55%-ის მფლობელი და კეთილი ინებონ და დამანიშნინონ დირექტორი“ - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რის აფუძველზე დაიდო ხელშეკრულება რომლის მიხედვით გაჩეჩილაძეს 25 % უნდა დაეთმოთ სხვა დამფუძნებლების სასარგებლოდ, და რომლის წინარე ხელშეკრულებაც არსებობს, გაჩეჩილაძემ უპასუხა, რომ ეს იყო სააკაშვილის პერიოდში, როცა მან ერთი წლით მართვაში გადასცა მაესტრო.

,,ეს იყო სააკაშვილის პერიოდი და ომი იყო არჩევნების წინამდებარე ბრძოლა. მე დავუთმე ეს წილი და ერთწლიან მართვაში გადავეცი, არ ჩავრეულვარ და ერთი წლის მერე რატომ არ მოვიდნენ რომ გადამეფორმებინა? დაუსვით ეს შეკითხვა. წერილი მაინც გამოეგზავნათ, უცხოები ვიყავით? მაგაშია საქმე რომ იგნორში მამყოფებდნენ მთელი ეს წლები და ჩემი 25% არაფრად მიაჩნდათ და როგორც უნდოდათ ისე იღებდნენ კრედიტებს და ანაწიელბდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42