შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნის ხარვეზიანი პროცესი და პარლამენტმა დაიწყოს სისტემური რეფორმები- კოჟორიძე
პოლიტიკა - 17:54, 11 Feb, 2016     1030
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შეხვდნენ.

პრეზიდენტის სასახლეში ადმინისტაციის ინიციატივით გამართულ შეხვდრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების საკითხზე და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნის ხარვეზიანი პროცესი და საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სისტემური რეფორმების გატარება.

„საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო გამოსვლისას დღის წესრიგში დააყენა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემები. ჩვენი საერთაშოსო პარტნიორები საქართველოში არსებული პრობლემების ჩამოთვლას იწყებენ იუსტიციის საბჭოს საქმიანობის აღწერით და დღეს ჩვენ არავის არ გვაქვს უფლება მშვიდი სახეებით ველოდოთ, როდის დაინგრევა საქართველოში სამართლოიანი სასამართლოს შექმნის იმედი. ქვეყანას სჭირდება არა ისეთი მოსამართლეები, რომლებიც უარს იტყვიან საკუთარ სახელსა და გვარზე, არამედ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც იამაყებენ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით“, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

კახა კოჟორიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საუბრობს სისტემურ რეფორმებზე და ამ პროცესში ყველას მოეთხოვება, რომ სწორი ხედვები და სწორი პოზიციები დააფიქსიროს სისტემური რეფორმების მოგვარების თვალსაზრისით და პირველ რიგში, ეს მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, სასამართლო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით პრეზიდენტის გარკვეული, კონკრეტული რეკომენდაციები და წინადადებები, რომელიც მან საპარამენტო გამოსვლისას გააჟღერა, არ უნდა დარჩეს უბრალოდ ნათქვამად და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, საკანონმდებლო ორგანომ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პრეზიდენტის წინადადებებს, ყველა ზომა უნდა მიიღონ იმისთვის, რათა დაუყოვნებლივ განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება.

„ფაქტია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით, შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც ვერ ისარგებლებს საზოგადოების ნდობით. საბჭო, დღევანდელი შემადგენლობით შეუთავსებელია და ორგანულ წინააღმდეგობაშია სამართლიანი მართლმსაჯულების იდეასთან. სასამართლო ხელისუფლებასთან და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით სისტემური პრობლემებია და ყველა, იქნება ეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება, არასამთავრობო სექტორი - უნდა ვიყოთ მობილიზებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ამ პრობლემების გადაჭრა“,- აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ.

არასამთვრობო კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით, საზოგადოებაში არის ფართო კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები არ შეიძლება ინიშნებოდნენ გაუმჭვირვალე, დაუსაბუთებელი, უსამართლო სისტემით და არ შეიძლება კულუარული გარიგებების შედეგად დანიშნულ ადამიანებს ებაროს ქვეყანაში მართლმსაჯულების ბედი.

საიას თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საზოგადოება ამ მიმართულებით არის ერთიანი და, სამწუხაროდ, მხოლოდ საბჭოა ის აქტორი, რომელიც ვერ ხედავს რამდენად სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს თავისი მოქმედებებით სასამართლო სისტემას და ზოგადად ქვეყანას. რეფორმები გასატარებელია. ფუნდამენტური რეფორმებია საჭირო და არა მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42