,,თავისუფალი დემოკრატების“ პროექტი იპოთეკური და ქონებით უზრუნველყოფილი სესხები მქონე მოქალაქეთათავის
პოლიტიკა - 16:33, 11 Feb, 2016     1686
,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ იპოთეკურ და ქონებით უზრნველყოფილი სესხების მქონე მოქალაქეებისთვის, რომელთა მდგომარეობა ლარის კურსის გაუფასურებისა და ინფლაციის გამო კიდევ უფრო დამძიმდა, ახალი პროექტი შეიმუშავეს.

როგორც ,,ნიუპოსტს“ პარტიიდან აცნობეს, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იპოთეკურ და ქონებით უზრუნველყოფილ სესხებში თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს იხდის.

,,პროექტი, რომელსაც დღეს ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ წარმოვადგენთ ამ ტვირთის შემსუბუქებას გულისხმობს. სახელმწიფო ანალოგიურ პროექტებს ინტენსიურად უნდა ამუშავებდეს, რათა გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს ფინანსური მდგომარეობა. თუმცა, მთავრობას ამისათვის რიგ შემთხვევებში კვალიფიკაცია არ ყოფნის, რიგ შემთხვევებში კი პოლიტიკური ნება არ გააჩნია.

პროექტი, რომელსაც „თავისუფალი დემოკრატები“ გთავაზობთ, იგულისხმება შემდეგი: იპოთეკური და ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე გადახდილი პროცენტების მთლიანი ოდენობა გამოაკლდება დასაბეგრ შემოსავალს. აღნიშნული ინიციატივის შედეგად მოქალაქეებს გადასახდელი პროცენტის 20% დაეზოგებათ. ეს თანხა ჩვენ მოქალაქეებს დარჩებათ საშემოსავლო გადასახადის შემცირების ხარჯზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადის დათვლისას, დასაბეგრი შემოსავალი შემცირდება გადასახდელი პროცენტის თანხით. ანუ, თქვენი შემოსავლის ის ნაწილი, რომელსაც ბანკში იხდით, სახელმწიფოს მხრიდან არ დაიბეგრება. მაგალითად: მოქალაქის ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 600 ლარს (გადასახადების ჩათვლით), ანუ ყოველთვიურად ხელზე ასაღები ხელფასია 480 ლარი (600 ლარს - 20% საშემოსავლო). დავუშვათ მოქალაქე, მოცემულ თვეში, იპოთეკურ და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხზე, პროცენტის სახით იხდის 200 ლარს. ჩვენი პროგრამის მიხედვით, აღნიშნული 200 ლარი გამოაკლდება დასაბეგრ შემოსავალს (600 ლარს) და საშემოსავლო დაითვლება 400 ლარიდან (600-200). ანუ გადასახდელი საშემოსავლო იქნება 80 ლარი (400*20%) 120 ლარის მაგივრად. შესაბამისად, მოქალაქის მიერ ხელზე ასაღები თანხა იქნება 520 ლარი. ჩვენი გაანგარიშებით, მოსახლეობას ჯამში, დაახლოებით 100 - 150 მილიონით შეუმცირდება საშემოსავლო გადასახადი“ - აცხადებენ თავისუფალი დემოკრატები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42