"ორსულობის მერვე თვეს ყელი გადაეკეტა...ფაქტიურად შიმშილობდა" - ოლია ზაალიშვილის სევდიანი ისტორია
სოც.მედია - 15:38, 11 Feb, 2016     158608
ოლია ზაალიშვილი 39 წლის ახალგაზრდა ქალი იყო, რომელმაც ახალი სიცოცხლის დაბადებას საკუთარი სიცოცხლე შეწირა. მისი გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ოლიას სევდიან ისტორიას „ნიუპოსტთან“ მისი და ცისნამი ზაალიშვილი იხსენებს:

„ჩემი ლამაზთვალება და, გასული წლის 22 იანვარს გარდაიცვალა, დარჩა ორთვინახევრის პატარა ანგელოზი ანასტასია. ერთი წლით ადრე 6 თვის ორსულს მუცელი მოეშალა. ექიმებმა დიდი წვალებით შეძლეს მისი გადარჩენა. ოლია მთელი ცხოვრება შვილზე ოცნებობდა და ეს ამბავი ძალიან მძიმედ გადაიტანა, ამბობდა დედობას ვერ ვეღირსებიო... ამ ტრაგედიიდან ორი თვე არ იყო გასული, ჯერ ისევ მკურნალობის ქვეშ იყო, რომ ისევ დაფეხმძიმდა. მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა.... ორსულობის მერვე თვეს ყელი გადაეკეტა, საჭმელს ვერ ჭამდა და მხოლოდ სითხის მიღება შეეძლო, ჩვენს რჩევაზე რომ ექიმთან მისულიყო, გვეუბნებოდა რომ ექიმმა უთხრა ორსულობის დროს ზოგჯერ ასე ემართებათო....

ბოლო ორი თვე ფაქტიურად შიმშილობდა და 8 ნოემბერს იმშობიარა.... მშობიარობისას უკვე საკუთარი ნერწყვის ყლაპვაც უჭირდა. გამოკვლევებისას დადგინდა, რომ ყელში სარკომა ქონდა. ის ყველა პროცედურაზე, ქიმიაზე თანახმა იყო, ოღონდაც თავის შვილს გვერდით ჰყოლოდა. მუდმივად დადიოდა ეკლესიაში....

ქიმიის შემდეგ მდგომარეობა უფრო დამძიმდა და 22 იანვარს გამთენიისას გარდაიცვალა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა, ვიცოდი, რომ ჩემთვის შვილის გაჩენა პირველი ორსულობის მერე ორი წელი არ შეიძლებოდა, ისე დასუსტებული იყო ორგანიზმი, მაგრამ უნდა მომესწროო... არ ვიცოდით რა იგულისხმა, მერე გავიგეთ, ექიმს აუკრძალავს სასტიკად, მაგრამ არ გაგვიმხილა.

ანასტასია უკვე დიდია, დედის სურათს გულში იხუტებს და ეძახის... ჩვენი ტკივილი უსაზღვროა, ნუგეშს მხოლოდ მაშინ ვგრძნობ როცა დედა ანას სიტყვები მახსენდება „ უფალი ოლიას სასუფევლის კარს ფართოდ გაუღებს და გულში ჩაიხუტებს, რადგან ოლია გმირი დედაა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ახალი სიცოცხლე დაბადაო....“ ოლიას დაკრძალვის შემდეგ ერთ კვირში სახლში ორი მტრედი მოფრინდა და მის სურათებთან დაიდო ბინა...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42