მომღერალი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში ჰომოფობიის წინააღმდეგ პოსტს აქვეყნებს. შემდეგ კი ასევე სოციალურ ქსელში განმარტავს თუ რამ გამოიწვია მასში ის პროტესტი, რომელიც ვერც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს გულგრილს ვერ დატოვებდა.
„ჰომოფობებო, მეზიზღებით. თქვენ აქეზებთ თქვენნაირებს, რომლებიც კლავენ და მერე უბედურ შემთხვევად ასაღებენ.
ჩემთვისაც შეიძლება ვინმე ვულგარული ან გამაღიზიანებელი იყოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს თქვენნაირი მშიშარა არსებებია... ნუ გეშინიათ, რაც გიწერიათ - არ აგცდებათ. თქვენ ისიც კი არ იცით, რომ გეები არ ხდებიან, უნდათ თუ არა, ასეთებად იბადებიან.
ამ ჰომოფობიურ ქვეყანაში შესაძლოა ეს თქვენი შვილიც იყოს, რომელიც უბრალოდ ხვდება რომ ხე ყავს მშობელი და სწორედ ამიტომ არ იცით რა დაბადეთ. ხედავთ როგორი ჯაჭვია? მხოლოდ მაშინ გაერკვევით ვინ არის თქვენი შვილი, მეზობელი, ნათესავი, თანამშრომელი და გაქვთ თუ არა "ნერვიულობის" საფუძველი, როდესაც შეწყდება ეს ჰომოფობიური აგრესია.
P.S. დანარჩენებს, ვინმე თუ ვერ მიხვდა რას ეხებოდა ჩემი ანტიჰომოფობიური პოსტი - ჩემი ეს პოსტი და ემოცია გამოიწვია ბიანკას დაკრძალვის ფოტოებმა, რომელიც ვერც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს ვერ დატოვებდა გულგრილს“-წერს სოციალურ ქსელში მაია დარსმელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






