უცნობი "მეგობარ" პრემიერ-მინისტრს უპირისპირდება - გია გაჩეჩილაძის განცხადება
პოლიტიკა - 14:03, 11 Feb, 2016     11386
გია გაჩეჩილაძე საზოაგადოებას ღია წერილით მიმართვას. "მაესტროს" მეწილე საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ზემდგომი ორგანოების, იუსტიციის მინისტრის და მისი „მეგობრის“ - პრემიერ-მინისტრის ჩარევის გარეშე. გია გაჩეჩილაძის განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა განვაცხადო, რომ გუშინდელი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, მიმართულია ქვეყანაში კანონიერების, ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. საჯარო რეესტრი არის ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კანონის აღსრულება და არ უნდა წამოეგოს შანტაჟს და სხვა სახის მანიპულირებად მოქმედებებს. ამ შემთხვევაში, ადგილი გვაქვს ტელეკომპანია „მაესტროს“ და „რუსთავი 2“-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის მართვის მცელობასთან, რომლის პირველი მსხვერპლი გახდა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა - საჯარო რეესტრი. ასეთი ქმედებით საჯარო რეესტრი ირიბად ხელს უწყობს კომპანიის გაკოტრებას.

მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე, ასეთი უპრინციპო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ზემდგომი ორგანოების ჩარევის გარეშე. ყველაზე ცოტა ქალბატონი იუსტიციის მინისტრის და ჩემი „მეგობრის“ - პრემიერ-მინისტრის გარეშე.

რომელ ცივილიზებულ ქვეყანაში გინახავთ, რომ ტელევიზიის დირექტორს შეეძლოს მფლობელზე და კანონზე მაღლა დადგეს: არ გადაიხადოს გადასახადები, დააგროვოს ვალები, გაანიავოს ინტელექტუალური საკუთრება, კონკრეტული აქციონერების შეკვეთით მიზანმიმართულად გააკოტროს და „გადააგდოს“კომპანიის სხვა აქციონერები. ეს უკვე არის გაცხადებული გეგმა, რომლის მიზანია გაკოტრებული კომპანიის ნაცვლად, შეიქმნას ახალი კომპანია, სადაც მხოლოდ კოტე გოგელია დარჩება, ხოლო სხვა კანონიერი მფლობელების ადგილი აღარ იქნება. კოტე გოგელიას ახალი კომპანია - იგივე ეთერით და ეთერ გადაბაძით! ეს ყველაფერი იფუთება „თავისუფალი სიტყვის ზეიმად“ და „პოლიტიკურ დაკვეთასთან“ ბრძოლად, ორი მთავარი მესიჯით: „მივრბივარ ამერიკის ელჩთან“ და „ყველაფერი ბიძინას ბრალია.“

როდესაც 55 % წილის მფლობელი აქციონერი ვერ ცვლის დირექტორს, მიუხედავად სასამართლოს პოზიციისა, ეს არა „მაესტროს“, არამედ მთელი ქვეყნის უბედურებაა.

ქვეყნის მართვა არ გულისხმობს მთავრობის პასიურ პოზიციას პრინციპულ საკითხებზე. ქვეყნის მართვა არ ნიშნავს გვარამიას და გადაბაძის ხუშტურზე სიარულს, ქვეყნის მართვა არ ნიშნავს ტელევიზიების გასვლას კანონიერების სივრციდან. ეს ნიკა გვარამიას და ეთარ გადაბაძის მიერ ქვეყნის მართვას უფრო გავს. ჩვენ ისინი არ აგვირჩევია! ეს ნორმალურია???

საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ტელე-შანტაჟების ეპოქა! ამიტომაც განვაგრძობ ბრძოლას „მაესტროს“ გადასარჩენად."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42