მინისტრის განმარტებით, აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევააში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში.
,,რეფორმა საქართველოს ეკონომიკის არაერთ მიმართულებაზე მოახდენს დადებით გაავლენას, მაგალითად -დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხით, ხელს შეუწყობს ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობის ზრდას. ეს განსაკუთრებით შეეხებათ მცირე და საშუალო საწარმოებს. რეფორმის შედეგად ეკონომიკაში გაიზრდება პროდუქტიულობა, ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა, კაპიტალის მოცულობა, შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები, ბიზნესს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის“ - განამრტავს ხადური.
მოგების გადასახადის რეფორმის გარდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მხრივ.კერძოდ: საგადასახადო დავის პერიოდში პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, საგადასახადო შემოწმებას განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. კომპანია, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დამატებითი ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშუალების იმპორტისას აღარ გადაიხდის დღგ-ს თანხას.
გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, ჩამოეწერებათ 2011წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების თანხა (69 700 პირს ჩამოეწერება 1 410 407 433 ლარი), 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული საანქციები, ძირითადი თანხის გადახდის პირობით (339 513 617 ლარის გადახდის შემთხვევაში, 27 380 პირს ჩამოეწერება 623 570 423 ლარი).
საგადასახდო კიდექსში ცვლილებები მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში.
მასალის გამოყენების პირობები






