როგორც თემის კომენტირებისას "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორი ვოლსკიმ აღნიშნა, არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ღირსეულად გაიმარჯვა.
„გოგი თოფაძის და ხიდაშელის განცხადებები არ ნიშნავს კოალიციაში რაღაცა პროცესების დაწყებას. ბატონ გოგის გარკვეულ საკითხბეზე თავისი მოსაზრებები აქვს. სერიოზული ბრალდებაა და კითხეთ გოგი თოფაძეს საიდან მოიტანა. მე ვფიქრობ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ჩვენ ყველა იქ ვიდექით და გავიმარჯვეთ“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
გაყალბებას კატეგორილად გამორიცხავს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი გია ჟორჟოლიანი.
დეოუტატმა დღეს არ გამორიცხა რომ წინასაარჩევნოდ, საარჩევნო ბლოკში აღარ იყვნენ მრეწველები და ასევე ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები.
„რაც შეეხება საკითხს, რა მოხდა არჩევნებზე, ამის გადამწყვეტი სასამართლოა და მე მგონია, რომ სასამართლოში ასეთი საკითხი არ დგას. კოალიცია ეს არის ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ერთიანდებიან უმრავლესობაში, ქმნიან მთავრობას. მომავალ საარჩევნო ბლოკში არ არის ავტომატურად, რომ იგივე უნდა იყოს, მაგრმა მე ვერ ვხედავ დრამატული ცვლილებების შესაძლებლობას. შესაძლოა სხვადასხვა ჯგუფებმა სხვადასხვა გადაწყვეტილებები მიღონ, მაგრამ მე ვერ ვხედავ რომ დრამატული ცვლიელბები მოხდება,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






