ნოდარ ხადურის განმარტებით, შემცირება არ შეეხებათ სოციალურ ვალდებულებებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
„საგადასახადო რეფორმები წლევანდელი ბიუჯეტის შემოსავალებს დაახლოებით 400 მილიონი ლარით შეამცირებს. შესაბამისად, ჩვენ ვიწყებთ მუშაობას, რათა წლევანდელი ბიუჯეტით ძირითადად ადმინისტრაციული თანხები შემცირდეს. შემცირება არ შეეხება იმ სოციალურ ვალდებულებებს, რომლებიც აღებული აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. შემცირება არ შეეხება ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებს“,-აღნიშნა ხადურმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფინანსთა სამინისტროს მიერ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პაკეტი მომზადდა, რომელიც საგადასახადო ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. ცვლილებების ძირითადი ნაწილი ეხება მოგების გადასახადის რეფორმას,რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეფუძნება.
აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევააში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში.
ცვლილებები 2016 წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში.
მასალის გამოყენების პირობები






