მინისტრი ამბობს, რომ საგნის სტანდარტზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა სანიკიძის განმარტებით, სამინისტრო კონსულტაციებს საპატრიარქოსთან გადის, სწორედ იმ საკითხებზე, რომელიც რელიგიას, ოჯახის თემას ეხება.
„ეს პეტიცია რომ წავიკითხე, შევშფოთდი, როგორც მშობელი, როგორც დედა, და უფრო მეტიც, მზად ვიყავი, მეც მომეწერა ხელი. მაგრამ სანამ ხელს მოვაწერდი მოვიძიე თუ რას ეფუძნებოდა იქ მოყვანილი ციტატები. ერთ-ერთი ჩვენი ნაცნობის კერძო ბიბლიოთეკიდან ამოვიღეთ. ეს არის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაბეჭდილი, ერთი 500 ერთული და მეორე 600 ერთული ტირაჟი. მე მაინტერესებს ამით როგორ უნდა მოაწყოს ვინმემ ბავშვებზე მასშტაბური თავდასხმა. მნიშვნელოვანია ის თემები, რომელზეც საუბრობენ და დააკავშირეს ახალ საგანს. ამ საგნებში რელიგიის კომპონენტის გარდა არის სხვა საკითხები, რომელიც გაფანტულია სხვადასხვა საგნებში. აქ კითხვა დაისვა, რა საჭიროა სამეცნიერო საგნების სწავლება? მე მაინტერსებს მიპასუხონ, დამისახელონ ნებისმიერ ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივი მეცნიერებები არ ისწავლება. ეს არის აბსურდი.", - აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება ,,კომპასი“ და ,,კომპასიტოს“ მიერ გამოცემულ ამ წიგნებს, მინისტირ ამბობს, რომ მათი სწავლება დღის წესრიგში არასოდეს დამდგარა, არც სავალდებულო და არც სარეკომენდაციო თავლსაზრისით. ,,ეს იყო ტყული და ძალიან მარტივად შეიძლება ჭეშმარიტებსი დადგენა. მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებმაც თავზე ხელი აიღეს და შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება“ - ამბობს სანიკიძე.
„თუ საპატრიარქო, განათლების სამინისტრო, სიტყვა-სიტყვით გადის და ხვეწს სტანდარტს, რატომ ვერ აღმოაჩინა ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაპატიოს მართლაც საზოგადოებამ და, მამათმავლობა, უსაფრთხო სექსი, იდენტობა?“ - განაცხადა სანიკიძემ.
მინისტრის თქმით, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მსგავს ინფორმაციას ავრცელებს, უნდა ესმოდეთ, რომ რელიგია კრძალავს ასეთ ცილისწამებას.
,,ჩვენ ალბათ დავალთ იმ ბანალურ საკითხამდე, რომელსაც პოლიტიკური ინტეერსი ჰქვია. ეს არის სახელმწიფო სისტემის, უმაღლესი და სხვადასხვა საგანმაბათლებლო სისტემების დისკრიმინაცია. თუ ეს ცილისწამება არ დასრულდება, ვიჩივლებთ, თუმცა იმედი მაქვს, აქამდე არ მივდა საქმე“ - აცხადებს სანიკიძე.
მასალის გამოყენების პირობები






