ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა
პოლიტიკა - 12:19, 11 Feb, 2016     1467
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №623 დადგენილებით დამტკიცებულია „2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესი“. სწორედ ამ წესის დაცვით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოხატა.

„2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის“ მე-7 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, კომისიის სამდივნომ განახორციელა საკონკურსო განაცხადების პირველადი გადარჩევა და აღნიშნული შედეგები 2016 წლის 10 თებერვალს კომისიის წევრებს დასამტკიცებლად წარუდგინა.

მას შემდეგ, რაც კომისიის წევრები პირველადი გადარჩევის შედეგებს დაამტკიცებენ, კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) ცოდნის დონის შესამოწმებლად, შემდეგ კი − კომისიის წევრებთან გასაუბრება. მხოლოდ ამ პროცედურების შედეგად, რაც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №623 დადგენილებით დამტკიცებულ წესშია გაწერილი, შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი კანდიდატები შეესაბამებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს.

ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და ვადების თანახმად, საქართველოს მიერ შერჩეული 3 კანდიდატი არაუგვიანეს 2016 წლის 26 მაისისა უნდა წარედგინოს ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს. აღნიშნული პანელი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის 10 ნოემბრის რეზოლუციის საფუძველზე შეიქმნა, რათა კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს მისცენ რჩევა, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციის 21(1)-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. კანდიდატთა სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არაუგვიანეს 2016 წლის 26 აგვისტოს წარედგინება; საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის არჩევნები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2016 წლის ოქტომბრის სესიაზე იგეგმება. არჩევნებში მონაწილეობას ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს.

კანდიდატები არიან:

1. თორნიკე აბაშიძე

2. ირაკლი ადეიშვილი

3. თამარ ალანია

4. სერგო ამაროვი

5. ირაკლი ასლანიკაშვილი

6. გიორგი ბადაშვილი

7. მანანა ბალიაშვილი

8. ეკატერინე ბანძელაძე

9. ალექსანდრე ბარამიძე

10. თამუნა ბახტაძე

11. თამაზი ბერძენიძე

12. ირაკლი ბოლქვაძე

13. კონსტანტინე ბოჭორიშვილი

14. ნინო გალოგრე

15. მაია გელიკოშვილი

16. ხატია გერგედავა

17. თამთა გიორგაძე

18. ევა გოცირიძე

19. ანა დოლიძე

20. მამუკა ეგუტიძე

21. ბაჩანა ვასაძე

22. ნინო ზაქრაძე

23. ლევან კობერიძე

24. კონსტანტინე კორკელია

25. დამირი კუხიანიძე

26. ლია ლაღიაშვილი

27. ნიკოლოზ ლეგაშვილი

28. გიორგი მამფორია

29. ეკატერინე მარტიაშვილი

30. ლანა მეზურნიშვილი

31. თამარ მეურმიშვილი

32. ეკატერინე მიმინოშვილი

33. დავით მიროტაძე

34. დარინა მიქელაძე

35. ნანა მჭედლიძე

36. თამარი ნიგურიანი

37. მარიამ ნინიძე

38. გიორგი პაპუაშვილი

39. ნინო პეპანაშვილი

40. მაკა სტივენსონი

41. ვიტალი ქაშანიანი

42. მარიამ ყურაშვილი

43. ეკა ცანკაშვილი

44. გიორგი ციცაგი

45. მარიამ წიგნაძე

46. ლუიზა ხითარიშვილი

47. თემური ჯობავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42