"არსებობს ჩანაწერი" - გოგი თოფაძის სკანდალი გრძელდება
პოლიტიკა - 12:10, 11 Feb, 2016     4301
ბოლო დღეების ყველაზე ხმაურიანი პოლიტიკური სკანდალების ავტორ, გოგი თოფაძეს თავდაცვის რეჟიმში ყოფნა უწევს.

ამჯერად, საქმე დეპუტატის ბრალდებას ეხება - "მრეწველების" ლიდერმა "საქართველო და მსოფლიოსთან" საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ საგარეჯოში არჩევნები თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააყალბა.

"ნიუპოსტი" აღნიშნულ განცხადებაზე უმრავლესობის წევრს ესაუბრა, რომელმაც ბრალდება უარყო და ხელი სტატიის ავტორისკენ გაიშვირა.

"ეგ ზღაპრები მოუყევით სხვებს, მეასე კაცი ხართ ვინც მირეკავს. დაურეკეთ ამ სტატიის ავტორს, რომელსაც აქვს ჩანაწერი. დაურეკეთ რედაქციას და მოუსმინეთ ჩანაწერს"- აღნიშნა "ქართული ოცნების" წევრმა.

თოფაძე თავდაცვის მინისტრს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც თინა ხიდაშელისგან პარლამენტში დისკრიმინაციული ხასიათის განცხადების გამო საჯარო კრიტიკა დაიმსახურა.

- "რა, თოფაძე დღემდე პარლამენტშია?" - თქვა თემის კომენტირებისას თინა ხიდაშელმა.
დეპუტატმა კი კრიტიკას ბრალდებით უპასუხა:

"წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ამ საქმისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა; ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე: სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან. ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოსჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა" - ეს არის ფრაგმენტი გოგი თოფაძის ინტერვიუდან, რომელიც "საქართველო და მსოფლიოში" დაიბეჭდა და რომელსაც დეპუტატი დღეს უარყოფს.

"ნიუპოსტი" უახლოეს პერიოდში "საქართველო და მსოფლიოს" რედაქციის პასუხსაც შემოგთავაზებთ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42