თინათინ ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება
პოლიტიკა - 10:31, 11 Feb, 2016     1155

ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალის პირველი დღე დასრულდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა. ხორვატიის, სლოვენიისა და შვედეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან - იოზიფ ბულიევიჩთან, ანდრეა კატიჩთან და პიტერ ჰალთქვისტთან საუბრისას თინათინ ხიდაშელმა ყურადღება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა.

მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრები საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დღის ბოლოს შეაჯამა. „ჩვენი ამოცანა რამდენიმე ძირითად პოსტულატშია გამოხატული. პირველი არის ის, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა, რაც შეიძლება მეტი ინტენსივობით მიიღონ მონაწილეობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებაში, სულ უფრო მეტ კომპონენტს ჰყავდეს მეტი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ადამიანური რესურსით - კონსულტანტებით, სამხედრო მოსამსახურეებით, ტექნიკური საშუალებებით ეხმარება ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში; ასევე, სულ უფრო შეუქცევადი უნდა გავხადოთ საქართველოს პარტნიორობა ევროპის იმ სახელმწიფოებთანაც, რომლებიც არ არიან ამ დროისთვის ნატოს წევრები. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველა ქვეყანა იდგეს საქართველოს გვერდით ჩვენი ქვეყნის მეტი უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი თავდაცვის სისტემისთვის,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტერიალის მეორე დღეს თინათინ ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. დაგეგმილია ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 28+1-ის ფორმატში, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი გახსნის. თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში, ორმხრივ ფორმატში, უცხოელ კოლეგებსაც შეხვდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42