საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს - კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 10:15, 11 Feb, 2016     1177
ჩვენ გავეცით გარანტიები, რომ საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ბრიუსელში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, შეხვედრებისას, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო წინასაარჩევნო პროცესის მაღალი სტანდარტებით ჩატარებაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ და გადასადგმელ ნაბიჯებზე.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია, დაცული იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებისთვის დამახასიათებელი ყველა სტანდარტი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მთელს პოლიტიკურ სივრცეში გავავრცელოთ ეს განწყობა, იმისთვის, რომ ყველა მოთამაშე, რომელიც იქნება წინასაარჩევნო მინდორზე, ამ მაღალ სტანდარტებს დაექვემდებაროს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ევროპელ პარტნიორებს, ამ სტანდარტების შესრულებასთან დაკავშირებით, მაღალი მოლოდინი აქვთ.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ბრიუსელში ვიზიტი საჭირო და დროული იყო, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკომისია საქართველოს გულშემატკივრობს.

„ევროკომისიას მივაწოდეთ აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე რეფორმების შესახებ. ჩვენ ასევე მივიტანეთ ის გზავნილი, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის წარმატებით დასრულება. ამის თაობაზე მქონდა დეტალური საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტ იუნკერთან და ევროკომისრებთან. ჩვენ დავტოვეთ შეგრძნება, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს, სრული კურსით ხორციელდება და ამ პროცესს არავითარი შეფერხება არ შეიძლება შეექმნას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42