“ეს არის აშშ-ს დაზვერვის გამაფრთხილებელი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი“
პოლიტიკა - 00:38, 11 Feb, 2016     1267
დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპი და რუსული პროპაგანდა- ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინაშე მდგარ საფრთხეებზე საურბობს.

ჯეიმს კლეპერის ამ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

,,სახიფათო სიგნალი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოსთვის“ - ასე აფასებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ამერიკული დაზვერვის განცხადებას. ბაჩუკი ქარდავა სამწლიან გამაფრთხილებელ განცხადებებსა და ხელისუფლების იმ ნაბიჯებს იხსენებს, რომელიც მუდმივად იყო კრიტიკის საგანი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

,,მიუხედავად იმისა, რომ გამაფრთხილებელი განცხადებები თითქმის სამი წელია კეთდება ამ მიმართულებით და ჩვენი მხრიდანაც იყო არაერთხელ საუბარი ამ თემაზე, ნამდვილად არ მეგონა, რომ ჩემი ეს ცუდი მოლოდინი მაინც ასრულდებოდა. ის, რაც მოვისმინეთ შეერთებული შტატებიდან, შეგახსენებთ, რომ ეს არ არის დაზვერვის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც მედიაში უბრალოდ გაჟონა, ეს გახლავთ პოზიცია, რომელიც დააფქსირა ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელმა სენატში ყოველწლიური მოხსენებისას“ - ცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

ქარდავა მიიჩნევს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის ეს განცხადება იყო გამაფრთხილებელი სიგნალი.

,,ეს იყო გზავნილი, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიმართულებით, ასევე დასავლეთის ქვეყნებისა და ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც საქართველოს აქტიურ სწრაფვას საერთაშორისო სტრუქტურებისკენ სათანადოდ არ პასუხობენ. საბოლოო ჯამში აშშ-ს დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირისგან ძალიან სახიფათო სიგნალი მიიღო ქართველმა ხალხმა, ქართულმა სახელმწიფომ და ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა“ - აცხადებს ქარდავა.

,,ძალიან ბევრი განცხადებები კეთდებოდა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, ასეთი განცხადებები კეთდებოდა მათ შორის ამერიკის სხვადასხვა ორგანიზაციებსა და კვლევით ცენტრებში, რასაც ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ხან სუბიექტურს უწოდებდნენ, ხშირად კი არაადექვატურად რეაგირებდნენ“ - ამბობს ქარდავა.

ედპ-ს ლიდერის თქმით, როცა არის მინიშნება შენელებულ ტემპსა და რუსულ პროპაგანდის გაძლიერებაზე, აქ უკვე საუბარია ერთის მხრივ საქართველოს ხელისუფლების სუსტ საგარეო პოლიტიკაზე და მეორეს მხრივ შეუძლებელია ქვეყანაში რუსული პროპაგანდა იყოს იმ დოზით გაძლიერებული, რომ ის ამერიკული დაზვერვის ყურადღების ცენტრში მოხვდეს, თუკი ხელისუფლების მხრიდან სათანადო წინააღმდეგობა არსებობს. ,,მაგალითად, სულ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ინტერნეტ ქსელების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ, პირდაპირ კავშირშია რუსული პროპაგანდისტული ბერკეტების გაძლიერებასთან. ხელისუფლების თავგამოდებული ლობირება იგივე გაზპრომის შემოსვლასთან დაკავშირებით უდიდესი საფრთხის შემცველია არა მხოლოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის კუთხით. არ მგონია არ იცოდნენ ხელისუფლებაში იმის შესახებ, რომ სწორედ ეს სახელმწიფო კომპანია აფინანსებს კრემლის პროპაგანდის საშუალებებს ბევრ ქვეყანაშ“ - აცხადებს ქარდავა.

ედპ-ს ლიდერი რუსული პროპაგანდის მომძლავრების ფონზე, ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი არაადექვატურ დამოკიდებულებაზე საუბრობს. ქარდავა ხელისუფლების დიდ შეცომას უწოდებს დასავლეთის და რუსეთის ურთიერთოებებში დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხის ამოღებას.

,,რუსული პროპაგანდის გაძლიერების ფონზე, პერიოდული შეტევა თავისუფალ მედიაზე, სხვადასხვა პოპულარულ თოქშოუებზე, საარჩევნო რეფორმის იგნორირება და ზოგადად, დემოკრატიული ინსტიტუტების, არასამთავრობო სექტორის ლამის მტრებად გამოცხადება - ეს არის ის, რაზეც ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობის წილი საკმაოდ დიდია. ბოლოს ყურადღება მინდა გავამახვილო იმ უზარმაზარ შეცდომაზე, რაც დაუშვა ,,ოცნების“ ხელისუფლებამ - დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობის დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხის გაქრობა, ეს ის უდიდესი შეცდომაა, რამაც მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, რომ ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე უკრაინის გვერდით არ ხდება საქართველოს საკითხის წამოწევა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი დაკარგულია, პირიქით, სანამ კიდევ ჟღერს სენატის დონეზე განცხადებები საქართველოს შესახებ, დრო კიდევ გვაქვს. მთავარია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები - შიგნით დემოკრატიის გაძლიერების და ქვეყნის გარეთ საერთაშორისო ინტიტუტებში საქართველოს საკითხის აქტიურად წამოწევის კუთხით. არ უნდა ისმოდეს საქართველოს ტრადიციულ პარტნიორებში, რომ საქართველო ჯერ ფიქრობს სადაა მისი ადგილი, მით უფრო თუ ეს ადგილი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია განსაზღვრა და ეს არის დასავლეთი“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42