„ხელისუფლებამ ყველა გზა გახსნა რუსული პროპაგანდისთვის“- შაშკინი აშშ-ს დაზვერვის განცხადებას აფასებს
პოლიტიკა - 23:15, 10 Feb, 2016     1091
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ჯეიმს კლაპერის მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საქართველომ შესაძლოა სტრატეგიული დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს. აშშ-ს დაზვერვის ხელმძღვანელმა ოფიციალურ უწყებაში განაცხადა, იმ დიდი საშიშროებაზე, რომ საქართველო შეცვლის თავის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას


შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა კარი გახსნა რუსული პროპაგანდისთვის, რისი შედეგებიც დღეს სახეზეა.

„დიდი იმედი მაქვს საქართველოს ხელისუფლება ახლა მაინც არ დააბრალებს დაზვერვის ხელმძღვანელს, რომ ის ნაციონალურ მოძრაობას ეყრდნობა და მოსყიდულია ამ პარტიის მიერ, რადგან, ეს უკვე ტენდეციად იქცა. იმედი მაქვს ჩვენს მთავრობას იმდენი ჭკუა, შნო, და ინტელექტი მაინც შერჩა, რომ მიხვდეს, დაზვერვა ჰაერიდან არ იღებს ამ ინფორმაციას. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი განცხადება, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელი ოფიციალურ უწყებაში აცხადებს, რომ არსებობს საშიშროება, საქართველოს ხელიუფლებამ შეცვალოს თავისი ვექტორი. ამას არ ამბობს პოლიტიკოსი, კონგრესის წევრი, ან ევროპარლამენტის წევრი, რომლებიც მანამდე ხშირად ამბობდნენ, ამას ამბობს ადამიანი, რომელიც ეყრდნობა დაზვერვის ინფორმაციას. 2012 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ სამი წლის მანძილზე მიაღწია აპოთეოზს და უარი თქვა თავის უშუალო მოვალეობის შესრულებაზე, რომელიც აისახება ქვეყანაში იდეოლოგიური მუშაობის განხორციელებაზე და გახსნა ყველა კარი რუსული პროპაგანდისა და რუსული ფულისთვის. ჩვენ ვხედავთ ამის შედეგებს“ - აცხადებს შაშკინი.

ყოფილი მინისტრი რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ რუსული პროპაგანდა ისე მუშაობს ქვეყანაში,რომ ეს უკვე საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას.

,,ჩვენი მოსახლეობის 75% უჭერს მხარს ნატოს, ევროკავშირს, მაგრამ გახსოვდეთ არსებობს ის 25%, რომელიც არ უჭერს მხარს ბევრი სხვადახვა მიზეზის გამო - ზოგს ფულს უხდიან,ზოგიც პრორუსული აზრის გამო, ზოგს ნოსტალგია აქვს, ზოგი შეცდომაშია შეყვანილი. ესენი, ვინც ეწინააღმდეგებიან ევროინტეგრაციას, არიან ისინი, ვინც პოლიტიკურ ამინდს ქმნის. რუსების მოგონილია,ინტერნეტ ტროლები, მთელ მსოფლიოში გამოირჩევა რუსეთი, რომელიც თუ რამე შეიძლებოდა ცუდი შეექმნა ინტერნეტ სივრცისთვის მან შექმნა. ქარხნები, სადაც მუშაობენ ადამიანები ანტიდასავლურ კამპანიაზე, ეს რუსეთის გამოგონილია. მაგრამ ვინც ფიქრობს, რომ ის 75% მეტია და მერე რა, მინდა შევახსენო ერთი რამ, 1917წელს, როდესაც ბოლშევიკები მოვიდნენ, ისტორიული ფაქტია, პეტერბურგის 12% იყო ჩართული ამ მოქმედებებში. მათ მოახერხეს ბოროტების იმპერიის შექმნა და მაშინაც რუსეთში ხელისუფლება ვერ ასრულებდა იდეოლოგიურ ვალდებულებას. მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ ეს არის ძალიან საშიში სიგნალი, რომელიც გამოაგზავნა ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ. სანამ დროა, ეს ხელისუფლება აზრზე უნდა მოვიდეს და უნდა შეეშვას რუსეთთან კეკლუცობას. ჩვენ ჩვენ შვილებს მომავალს ვუკარგავთ. ხელისუფლებამ დაუშვა რუსეთთან მუდმივი თამაში, რუსული ფული, ყველაფრის განადგურება კარგის, რაც გააკეთა სააკაშვილის მთავრობამ. ეს არის რუსეთის აგენტების გამოშვებიდან დაწყებული გაზპრომთან მოლაპარაკებით გაგრძელებული. სანამ დროა ხალხი ცოტა გონზე უნდა მოვიდეს“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42