პირველად საქართველოში, ქალაქი ოზურგეთი საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალს უმასპინძლებს
პოლიტიკა - 19:19, 10 Feb, 2016     730
დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა საქართველოს კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია ქალაქ ოზურგეთში გამართეს.

,,ერთად შევქმნათ კულტურის პოლიტიკა“- ამ სლოგანით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, დოკუმენტის სამუშაო ვერსიას რეგიონებს აცნობს.

შეხვედრას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე ესწრებოდნენ. დოკუმენტის სამუშაო ვერსიას რეგიონის კულტურის სფეროს სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებიც გაეცნენ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი 2014 წლიდან დაიწყო და სტრატეგიის მთავარი პრინციპებად ღიაობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა განისაზღვრა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა დოკუმენტის მიღების პროცესში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. მინისტრის მოადგილემ დოკუმენტის ამოცანებსა და სტრატეგიულ მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.

,,მისასალმებელია, როცა ქვეყნის კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესი ასეთი კოორდინირებული მუშაობით მიმდინარეობს და მასში საზოგადოება და ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოებია ჩართული. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მზადაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც ქვეყნის კულტურულ თუ ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება“- განაცხადა ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ.

შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ქალაქ ოზურეთში აღმოჩენილი უძველესი აბანოების სამეცნიერო კვლევა გაგრძელდება. ასევე, პირველად საქართველოში, ქალაქი ოზურგეთი საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალს უმასპინძლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42