ტომაშ მაკოვსკი - ევროპარლამენტარი, დელეგაციის ხელმძღვანელი: „საქართველო არის მზად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი და მიიღოს ყველა ის შეთვაზება, რომელსაც ევროპა თავის წევრ ქვეყნებს სთავაზობს. გორის მუნიციპალიტეტს უკვე შეუძლია მიიღოს ევროპიდან თანხა და განახორციელოს ის გეგმები, რაც მიზნად აქვთ დასახული. ადგილობრივი ხელისუფლება მხარს უჭერს ბიზნესის განვითარებას და არასამთავრობო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას. ჩვენ შევძელით კონსესუსების მიღწევა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მე ძალიან მალე საქართველოში ჩამოვალ სერიოზულ ინვესტრებთან ერთად, რომ დავიწყოთ პროექტების განხორციელება და ამის შედეგს გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ძალიან მალე ნახავს.“
დავით ონიაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „ჩვენ, ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ ხელისუფლების ხალხის სამსახურში კიდევ უფრო მეტად ჩადგომის მიმართულებაზე. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გარდა მუნიციპალური პროექტებისა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროებს - ინფრასტრუქტურას, კულტურულ განვითარებას, სპორტს - მომავალი თაობისთვის და განათლებას, ჩვენი მუშაობა უკვე იხვეწება მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების კუთხითაც. სწორედ ამას მოხმარდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსები გორის მუნიციპალიტეტში.“
ვიზიტის დასასრულს, პოლონეთის დელეგაციამ ადგილზე დაათვალიერა ატენის ღვინის ქარხანა, ნიქოზის სანერგე მეურნეობა და სხვა მნიშვნელოვანი ადგილობრივი ობიექტები. ევროპარლამენტარის - ტომაშ მაკოვსკის, პოლონეთის პარლამენტის დეპუტატის - არტურ დებსკისა და საჯარო პარტნიორობის ინსტიტუტის წარმომადგენლის - ჰუბერტ დრაბიკის ვიზიტი გორის მუნიციპალიტეტში 8 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები






