„თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლი რუსეთში არ იგეგმება“ - კულტურის მინისტრი
პოლიტიკა - 17:18, 10 Feb, 2016     1298
კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, დღეს ოზურგეთში ყოფნისას, სოციალურ ქსელში - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რუსეთში შესაძლო გასტროლებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მიხეილ გიორგაძემ პირველი კომენტარი ამასთან დაკავშირებით, „გურიის მოამბესთან“ საუბრისას გააკეთა:

-თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლები რუსეთში არ იგეგმება. თქვენ ალბათ გულისხმობთ ქალბატონი ნინო ანანიაშვილის მიწვევას მისი პედაგოგის საღამოზე მოსკოვში, და არა ოპერის და ბალეტის გასტროლზე.

- თქვენმა წინამორბედმა გააკეთა განცხადება, რომ შესაძლოა განხორციელდეს თბილისის ოპერისა და ბალეტის გასტროლი მოსკოვში?

სამინისტრო არ გეგმავს ასეთ გასტროლს. რომ ყოფილიყო ასეთი რამ გეგმაში, ნამდვილად არ დაგიმალავდით. ის, რაც ჩემთვის ცნობილია მოსკოვთან მიმართებაში, ნინო ანანიაშვილის პედაგოგმა, სამწუხაროდ გვარი არ მახსოვს, თავის საღამოზე მიიწვია ნინო და თუ ქალბატონი ნინო ჩათვლის საჭიროდ, გარკვეული პროექტის წაღებას მე ვფიქრობ, რომ ამაში არაფერი ცუდი არ არის.

- თუ შემოთავაზება დარჩა, როგორი იქნება თქვენი პოზიცია დასის გასტროლთან დაკავშირებით მოსკოვში?

- ეს არ უნდა იყოს პოლიტიკურად ანგაჟირებული ღონისძიება. თუ წმინდა პროფესიული თვალსაზრისით რომელიმე შემოქმედებითი გაერთიანება, კავშირი, ორგანიზაცია, ან პროდიუსერი მოიწვევს დასს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42