“ოპოზიციის ინტერპარტიული ფორმატი მუშაობს დოკუმენტის შესაჯერებლად, რომელიც უნდა დავდოთ ჩვენ ამ ფორმატის ასე ვთქვათ მაგიდაზე და რომლის გარშემოც მივიღოთ პასუხი როგორც ხელისუფლების ასევე ფორმატში ჩართული სხვა ორგანიზაციების. ეს იქნება ოპოზიციური პარტიები, იქნება სამოქალაქო სექტორი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები.“- განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პრემიერის მიერ ევროპაში გამართულ შეხვედრებზე, დასავლელი პარტნიორების მხრიდან დაყენებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სწორედ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა იყო:
„ვითხოვთ იმ ცვლილების 2016 წელს განხორციელებას, რომლის განხორციელებაც ხელისუფლებას 2020 წელს სურს. იცით რომ პრემიერის ვიზიტის ფარგლებში ევროპაში თითქმის ყველას მხრიდან იქნა დაყენებული საკითხი, რომ მხოლოდ პარტიებთან კონსესუსის შედეგად მიღწეული საარჩევნო კოდექსის რეფორმა იქნება მისაღები“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






