„მინდა ეს ბედნიერება არასდროს დასრულდეს“ - სალომე გოგიაშვილის ჯადოსნური დიეტა
სოც.მედია - 16:49, 10 Feb, 2016     27959

„მოკლედ მეგობრებო დასრულდა ჩემი დიეტა და შედეგიც სახეზეა. ეს წონა 20 წლის ასაკში ვიყავი. ურაა...“

ასეთი პოსტით შემოიჭრა სოციალურ ქსელში სალომე გოგიაშვილი და ახალი გადაღებული ფოტოც ატვირთა. შედეგი მართლაც სახეზეა. დიეტა, რომლის საშუალებითაც სალომემ ზედმეტი კილოგრამები უკან ჩამოიტოვა და დღეს 52 კილოგრამს იწონის, ერთი შეხედვით რთული სულაც არ არის, თუმცა დეტალების დასადგენათ მას დავუკავშირდით და „ნიუპოსტის“ რამდენიმე კითხვასაც უპასუხა.

სალომე გოგიაშვილი: დიეტა, რომელიც დავიცავი 6 დღიანია, თუმცა მე სამი კვირა გადავაბი. პირველი დღის ბოლოს სასწორზე რომ დადგები და ნახავ უკვე ერთი კილოთი ნაკლები ხარ, გინდა რომ ეს ბედნიერება არასდროს დასრულდეს. ამიტომ აღარ გავჩერდი და სამი კვირა გადავაბი.

- წონის შენარჩუნებისთვის რა უნდა ქნა? ეს ყოველთვის პრობლემაა დიეტის შემდეგ ეტაპზე.

- სამი კვირის მერე ძალიან დავიღალე და შესვენება გადავწყვიტე. ერთი კვირის განმავლობაში თავი მართლა არ შემიზღუდავს და ყველაფერი ვჭამე რაც მინდოდა. არ ვიცი ეს ინდივიდუალურია თუ რა მოხდა, მაგრამ გრამი არ მომიმატია. ამიტომ ახლა ისევ დავიწყე ერთკვირიანი დიეტა. ჩემი ქმარი გუშინ კი მეჩხუბა უკვე, მეტი დიეტა აღარ გინდაო, მაგრამ რა ვქნა, მე კმაყოფილი ვარ და მინდა ვიყო გამხდარი.

- ეს დიეტა შენ მოიგონე თუ დიეტოლოგის შედგენილია?

- დიეტოლოგის შედგენილია. ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველაფერი ვსინჯე, მაგრამ წონაში ძვრა არ მქონდა. მერე უკვე დიეტების ძებნა დავიწყე და ეს ვიპოვე. ესეც იმიტომ შევარჩიე რომ 6 დღიანია. ერთ თვიანი დიეტები მართლა ძალიან მომაბეზრებელია.

- გვითხარი მაშინ შენი ჯადოსნური დიეტა.

- სიამოვნებით. ეს არის როგორც უკვე გითხარი 6 დღიანი დიეტა, რომლის დახმარებითაც კვირაში 4 კილომდე იკლებ.

პირველი დღე - 6 ცალი მაგრად ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი.

მეორე დღე - უცხიმო ხაჭო 500 გრამი.

მესამე დღე - მოხარშული ქათმის ფილე 750 გრ.

მეოთხე დღე - მოხარშული ბრინჯი 200 გრ.

მეხუთე დღე - მოხარშული კარტოფილი 6 ცალი.

მეექვსე დღე - შეუზღუდავი რაოდენობის ვაშლი.

პარალელურად შეგიძლიათ მიირთვათ ყავა და ჩაი უშაქროდ. კეფირი. აუცილებელია დღეში 2 ლიტრი წყლის მიღება. მარილი მინიმალური რაოდენობით. აი სულ ესაა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42