რუსული პროპაგანდა ხელისუფლების მხარდაჭერით - შარაშენიძე აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციააზე
პოლიტიკა - 15:10, 10 Feb, 2016     1831
ჯიპა-ს პროფესორი და ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ჯეიმს კლეპერის იმ განცხადება აფასებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს დასავლური ორიენტაცია გარკვეული საფრთხეების ქვეშ დგას.

"როგორც ჩანს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხედავენ, ძალიან ცუდ დინამიკას, აშშ-ს დაზვერვის ხელმძღვანელს ალბათ ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვს. ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში გაჩნდა პრორუსული ორგანიზაციები, ამაში კი დამნაშავე რათქმაუნდა ხელისუფლებაა. სახელმწიფო მმართველობა აშკარად შესუსტებულია. არ ხდება ერთამანეთთან კორდინაცია, თუნდაც "გაზპრომის" დაუსრულებელი საგა ავიღოთ, დარწმნებული ვარ რომ ეს თემა მავნებლური კუთხით არ წამოწეულა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებაში დიდი ქაოსია, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ საქართველოში მტრის პროპაგანდამ ფეხი მარტივად მოიკიდოს"- განუცხადა "ნიუპოსტს" თორნიკე შარაშენიძემ.

მისი თქმით, საქართველოს სივრცეში რუსული პროპაგანდა აქტიურად შემოიჭრა.

"უამრავ ქართული ვებ-გვერდია, რომლის უკანააც, როგორც ამბობენ დგანან სახელმწიფო უწყებები და ისინი მუშაობენ რუსული ტექნოლოგიებით. ორი ვარიანტია - ან მუშაობენ რუსეთზე ან მართავენ ადამიანები, რომლებმაც რუსული ენის მეტი არაფერი არ იციან. ანუ, რაღაცნაირად, მაინც რუსეთის გავლენის აგენტები არიან, ფაქტია. ვინც ამას თავს მოუყრის და გაანალიზებს, დაინახავს ძალიან ცუდ ტენდენციას - ყველაფერი მიდის უკან-უკან. ერთადერთი, რამაც შეიძლება გააჩეროს რუსული გავლენის ზრდა, არის ახალი თაობა, რომელმაც რუსული საერთოდ არ იცი, რომელსაც წვდომა აქვს ინტერნეტში ინფორმაციასთან და რომლის გამოყენებაც რთულია"- აღნიშნა ექსპერტმა.
კითხვაზე შეუშლის თუ არა რუსული გავლენის გაზრდა საქართველოს ევროპულ მომავალს ხელს და შეაფერხებს თუ არა ეს ვიზალიბერალიზაციის პროცესს, შარაშენიძემ აღნიშნა, რომ სწორედ ამ საფრთხის გათვალისწინებით უნდა დაჩაქროს ევროკავშირმა საქართველოსთან მეტად დაახლოების პროცესი.
"3-4 წელიწადში ახალი თაობა კიდევ უფრო მომძლავრდება, დემოკრატიული ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდება, გაძლიერდება სამოქალაქო საზოგადოება და ამ სიტუაციაში რუსეთს კიდევ უფრო ნაკლები შანსები ექნება. ამიტომ ეს წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ამ წელს გვინდა დახმარება, რადგან საარჩევნო წელი არის გარდამტეხი. რუსერთი არჩევნების წინ კიდევ უფრო გაძლიაერდება და თუ ევროპამ უვიზო მიმოსვლაზე უარი გვითხრა, ძალიან მძიმე ვითარების წინაშე დავდგებით"- განაცხადა "ნიუპოსტთან" საუბრისას ექსპერტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42