აშშ-ში შიდაპარტიული არჩევნები დაიწყო - ვინ გახდება ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი?
პოლიტიკა - 14:38, 10 Feb, 2016     3100
აშშ-ში, ნიუ-ჰემფშირის შიდაპარტიულ არჩევნებში რესპუბლიკელებს შორის გამარჯვება მილიარდერმა დონალდ ტრამპმა, ხოლო დემოკრატებს შორის ბერნი სანდერსმა მოიპოვა.

სანდერსმა დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა. რესპუბლიკელებს შორის კი მეორე ადგილას ოჰაიოს შტატის გუბერნატორი ჯონ კეისიჩი გავიდა.

ნიუ ჰემფშირი აიოვას შემდეგ მეორე შტატია, სადაც კანდიდატები წარადგინეს. აიოვაში კი გამარჯვება ჰილარი კლინტონმა და ტედ კრუზმა მოიპოვეს.

აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს ყურადღებით აკვირდება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

„ნიუპოსტთან“ საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ამერიკაში ძალიან რთული არჩევნებია მოსალოდნელი.

დიმიტრი შაშკინი: ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდაპარტიული არჩევნები მიმდინარეობს, როგორც რესპუბლიკურ პარტიაში ასევე დემოკრატებში. ეს არჩევნები როგორც პრაიმერისის ისე კოკუსის გზით ტარდება.

- მკითხველს რომ განუმარტოთ, რა სხვაობაა ამ ორ ფორმას შორის?

- პრაიმერის დროს იხსნება ჩვეულებრივ საარჩევნო უბენები, სადაც პარტიის მხარამჭერები მოდიან. კოკუსის დროს იკრიბებიან ერთ დარბაზში და იქ ხდება არჩევნები. გარდა ამისა, პრაიმერი არსებობს როგოგორც დახურული ასევე ღია. ნიუ ჰემფშირი აიოვას შემდეგ მეორე შტატია, სადაც კანდიდატები წარადგინეს. მოგეხსენებათ, რომ აქ ირჩევენ დელეგატებს. ივლისში კი დაასახელებენ კანდიდატს.

- ნიუ ჰემფშირისა და აიოვას შედეგების გათვალისწინებით შეიძლება საბოლოო კანდიდატებზე საუბარი?

- არა, ეს ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან შედარებით პატარა შტატებია. თუმცა ეს შედეგები იძლევა იმის პროგნოზის შესაძლებლობას თუ საერთო ჯამში როგორ ჩაივლის შიდაპარტიული არჩევნები. რესპუბლიკელებმა აიოვაში კოკუსი ჩაატარეს - ერთ დარბაზში შეიკრიბა ხალხი და მისცეს ხმა სასურველ კანდიდატს. ნიუ ჰემფშირიში ჩატარდა პრაიმერი. ნიუ-ჰემფშირის შიდაპარტიულ არჩევნებში რესპუბლიკელებს შორის გამარჯვება მილიარდერმა დონალდ ტრამპმა მოიპოვა. აიოვაში ჰილარი კლინტონმა და ტედ კრუზმა გაიმარჯვეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს განაღდებულ კანდიდატობას. აქედან გამომდირე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შიდაპარტიული არჩევნები ორივე პარტიის კანდიდატებისთვის ძალიან მძიმე იქნება. თუ დემოკრატიულ პარტიაში ორი ძირითადი კანდიდატია, რესპუბლიკელებში, მინიმუმ 4 პირი იბრძოლებს ნომინაციისთვის.

- ჩვენთან საუბარში ახსენეთ, რომ არჩევნების მიმდინარეობისას „ძალიან დიდი სისხლი დაიღვრებაო“- რას გულისხმობთ?

- გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობს, ამიტომ ვამბობ, რომ მძიმე პერიოდი აქვთ ორივე პარტიის წარმომადგენლებს. სისხლის დაღვრა რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით ვახსენე და ვიგულისხმე, რომ პარტიები ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს არ დაიშურებენ. გასათვალისწინებელია ტრამპის დიდძალი კაპიტალი. დემოკრატებში ჰილარი კლინტნოს სერიოზულ ზიანს აყენებს ცნობილი სკანდალი, რომელიც მის პირად იმეილებს ეხება. ამ კანონდარღვევას საარჩევნო პიკისთვის აუცილებლად გამოიყენებენ მისი ოპონენტი.

- რა შანსები აქვთ პარტიებს ფლორიდაში?

- ეს შტატი ძალიან დიდია, ირჩევა ძალიან ბევრი დელეგატი, ამიტომ ეს არჩევნები ძალიან რთული იქნება. აქ ძლიერი პოზიციები აქვ ჯებ ბუშს და რუბიოს, კრუზიც მაღალი რეიტინგით სარგებლობს. ის უდაო ფავორიტია ყველა გამოკითხვით. კრუზს აქაც ეწევა ტრამპი.

აშშ-ს შიდაპარტიულ არჩევნებმა სტარტი პირველ თებერვალს, აიოვაში ჩატარებული არჩევნებით აიღო.

ნიუ ჰემფშირში შიდაპარტიული არჩევნები 9 თებერვალს ჩატარდა. სანხრეთ კაროლინაში არჩევნევი 20 თებერვალს არის ჩანიშნული. ნევადაში პრაიმერისი 23 ებერვალს გაიმართება.

შიდაპარტიული არჩევნები თებერვლიდან ივნისამდე შეერთებული შტატების ყველა შტატში ჩატარდება.

ამერიკის შეერთებული შტატები 45-ე პრეზიდენტს შემოდგომაზე 8 ნოემბრის აირჩევს. ვიდრე შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ვინაობა გაირკვევა პრეზიდენტობის რესპუბლიკელ და დემოკრატ კანდიდატებად დასახელების მსურველები ჯერ ნომინირებისათვის იბრძვიან, რათა შემდეგ უკვე პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში ჩაებან.

შეგახსებბთ, რომ 2008 წელს აშშ-ს მოსახლეობამ ქვეყნის მმართველად დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ბარაკ ობამა აირჩია. ის განმეორებით, - 2012-ში აირჩიეს.

აშშს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ირჩევენ არა პირდაპირ არჩევნებში, არამედ სულ ცოტა 270 ხმით 538-წევრიან საარჩევნო კოლეგიაში. ეს სისტემა კონსტიტუციის ავტორებმა ორასზე მეტი წლის წინათ შეიმუშავეს როგორც კომპრომისი პირდაპირი არჩევნების სისტემასა და სახელმწიფოს მეთაურის კონგრესის მიერ არჩევას შორის. საარჩევნო კოლეგიის ხმები ყოველ შტატში უტოლდება კონგრესში მისი დელეგაციის რიცხვს, რაც უმეტეს შემთხვევებში შტატის მოსახლეობას ემყარება. მჭიდროდ დასახლებულ კალიფორნიას კონგრესში 55 წარმომადგენელი ჰყავს. შესაბამისად, ის 55 ხმას იღებს საარჩევნო კოლეგიაში. მეჩხრად დასახლებულ ალასკას კონგრესში 3 წარმომადგენელი ჰყავს და მას საარჩევნო კოლეგიაშიც 3 ხმა აქვს. ამა თუ იმ შტატში იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც იქ პირდაპირ არჩევნებში ხმების უმრავლესობას მოიპოვებს. მას ენიჭება ამ შტატის ყველა საარჩევნო ხმა. საარჩევნო კოლეგიის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა, ვინაიდან მან შეიძლება პრეზიდენტობა მიანიჭოს პირდაპირ არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს. ასე მოხდა 2000 წელს, როცა ელ გორმა მიიღო ქვეყნის ამომრჩეველთა, და არა საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმების უმრავლესობა. გამარჯვებულად გამოცხადდა ჯორჯ ბუში უმცროსი, რომელმაც საარჩევნო კოლეგიაში 271 ხმა მოიპოვა, გორმა კი - 266.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42