ბუბა კუდავა გაქურდეს
სოც.მედია - 12:52, 10 Feb, 2016     2503
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ბუბა კუდავა გაქურდეს, ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკზე თავად კუდავა ავრცელებს:

„მობილური ტელეფონი მომპარეს. სახლიდან.

კარი ღია იყო. მიკეტილი, მაგრამ ღია. შემოაღო მავანმა კრიმინალმა და ტელეფონი და ორი ჩანთა გააქრო. დღისით-მზისით. სახლში ვიყავით თან.

მატერიალურს არაფერს ვჩივი. წაიღო რამდენიმე სხვაგვარად ძვირფასი რამ და ტელეფონში ჩაწერილი ინფორმაცია (ფოტოები, აუდიო-ვიდეო და სხვ.). ასეთი რამ პირველად მესმისო – პოლიციელსაც გაუკვირდა.

სამაგიეროდ, იქვე, ფოიეში საჩუქრად დამიტოვა სათუთად შეხვეული გამოცდილება.

მასზე ეწერა, რომ გული და კარი ერთმანეთს ჰგავს. რომ ორივე იღება, მაგრამ ფართოდ არცერთი არ უნდა გააღო. ღიად არცერთი არ უნდა დატოვო, ორპირი იცისო. თუ მიხურავ და არ დაკეტავ, ნუ იქნები მშვიდად, შემოაღებენ და რაიმე ძვირფასს წაგცანცლებენო. ვისაც გაუღებ, სავალდებულო არ არის, ყველა შემოვიდესოო. ვინც შემოსაშვებია, შემოუშვი და ისევ დაკეტე, თორემ არ დაგაცლიან მუსაიფსოოო. ნუ, ყველა რომ არ შემოიშვება, ეს ისედაც იცი და ახლა ზედმეტ ჭკუის სწავლებებს არ დაგიწყებოო...

კიდევ ბევრი რამ ეწერა, მაგრამ ვერ ჩავიკითხე ჯერ ბოლომდე. რაც წავიკითხე, ისიც ყველაფერი ვერ დავიმახსოვრე.

დედააზრი კი კარგად მახსოვს: ნუ დატოვებთ კარებს ღიადოო...“- წერს ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42