„მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს პრიორიტეტებს, სასამართლო რეფორმას, მოსამართლეებისა და პროკურორების დამოუკიდებლობას და ნდობის აღდგენას სამართალდამცავ სტრუქტურებში. ვაღიარებთ,რომ საქართველომ ბევრი რამ გააკეთა კანონმდებლობის ევროპულთან მიახლოებისთვის. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის საკითხს, ეს ევროპის ქვეყნებმა და ევროპარლამენტარებმა უნდა გადაწყვიტონ, თუმცა რაც კომისიაზეა დამოკიდებული ყველაფერი ძალიან სწრაფად გაკეთდება. ქართველი ხალხი უნდა დარწმუნდეს, რომ მათ აქვთ პერსპექტივა და გვირაბის ბოლოს სინათლეა. გვინდა რომ არჩევნებამდე ყველაფერი დავალაგოთ, ჩვენ გვაქვს გავლენა იმაზე რომ საქართველომ ფოკუსირება მოახდინოს არჩევნებზე, ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსზე მოხდეს შეთანხმება. პრემიერ მინისტრი მზად არის სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა პარტიებთან შეთანხმების მისაღწევად სამუშაოდ. ჩვენ განვაგრძობთ მონიტორინგს არჩევნებამდე და არჩევნების დროსაც“ - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
მასალის გამოყენების პირობები






