„იმედი არა მხოლოდ სახელისუფლებო ტელევიზიაა, არამედ სახელისუფლებო მედიაცენტრი გახდა, რომელიც სხვა ტელევიზიების რეკრუტირებას ახორციელებს იმისთვის, რომ ხელისუფლებას ემსახუროს. ეს ტრაგედიაა ამ ტელევიზიის, მასში მომუშავე ადამიანებისთვის. ეს არის ძალიან წამგებიანი იმიჯის თავზე მოხვევა. მე ვსვამ კითხვას, ეს ტელევიზიაა თუ თავდასხმების და მედიარეპრესიის ადგილი? ბოლო პროცესებს თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ყველა მედიაშეთქმულება იგეგმება ტელეკომპანია იმედის შენობაში.“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ გადაცემა ”არჩევანში” ტელეკომპანია მაესტროს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.
გვარამიამ რეიტინგების ახალ მთვლელზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი მთვლელის მიხედვით იმედი უგებს რუსთავი2-ს დაახლოებით 10%-ით. მისივე თქმით ეს არ მომხდარა არასდროს და, შესაბამისად, ეს იწვევს ეჭვებს.
“აქაც ტელეკომპანია იმედი ფიგურირებს. იმედის შემოყვანილია ეს ახალი მთვლელი, რომელსაც უკვე არც ერთი კომპანია არ ენდობა, იმედის გარდა. ტელეკომპანია იმედის ლოკომოტივით არის შემოსული ეს კომპანია და ეჭვი მაქვს, რომ დაფინანსებაც არ არის შორს რუხაძისგან. ეს მთვლელი მოვიდა, ითვლის და გვეუბნება, რომ ტელეკომპანია იმედი უგებს რუსთავი2-ს, დაახლოებით 10%-ით და ეს არ მომხდარა არასდროს." - აღნიშნა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






