შპს ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებლის ბაჩო კიკაბიძე თქმით გია გაჩეჩილაძის არსებული შეთანხმების საბუთები საჯარო რეესტრში გაქრა.გია გაჩეჩილაძესთან დადებული შეთანხმების დეტალები კიკაბიძემ გადაცემა ”არჩევანში” გაიხსენა და დაკარგული საბუთების შესახებ მოჰყვა:
„თავდაპირველად, როდესაც დამფუძნებლებმა გია გაჩეჩილაძეს 50%-იანი წილი გადაუფორმეს , მაშინვე დავუწესეთ შეზღუდვა, რომ მის გასხვისებას დამფუძნებლების გარეშე ვერ შეძლებდა. ერთ მშვენიერ დღეს სამეწარმეო საჯარე რეესტრიდან გაქრა ეს ამონაწერი და ეს შეზღუდვაც გაქრა, წინარე ხელშეკრულებაც გაქრა, და საერთოდ გასუფთავდა გია გაჩეჩილაძის წილი. როდესაც მე თეა წულუკიანს მივმართე და მოვთხოვე, რომ ასეთი ხარვეზი მოხდა და რაშია საქმე მეთქი, შემდეგ მოხდა ჩემი დაბარება, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და თქვეს, რომ ვიღაც გოგონას შეეშალა და საყვედური გამოუცხადეს, გაჩეჩილაძეს აღუდგინეს ძველი შეზღუდვა და ახალი აღარ. ნასყიდობის ხელშეკრულება ხომ არ იყო უბრალო ფურცელი? რა საჭიროა საჯარო რეესტრი თუ ერთ დღეს გაიღვიძებ და შენი ქონება არის სხვაზე გადაფორმებული, მერე იტყვიან, რომ ვიღაცა გოგოს შეეშალა.“ - აცხადებს ბაჩო კიკაბიძე.
მასალის გამოყენების პირობები






