“მაესტროს” მეწილის მამუკა ღლონტის განცხადებით გია გაჩეჩილაძის მიერ 25% ფლობა ეჭქვეშაა და მას ამ პროცესების წამოსაწყებად ფული გადაუხადეს. აღნიშნულ თემაზე მამუკა ღლონტმა გადაცემა ”არჩევანში” ჩართვისას ისაუბრა:
”მე არც კოტე გოგელიას ვიცავ და არც მაკა ასათიანს, მე მინდა რომ იყოს სამართლიანობა, ჩემს წარმოდგენაში ბატონ გია გაჩეჩილაძეს მაესტროში ქონდა 0%, შესაბამისად ნული უნდა ინერვიულოს და ნული უნდა იყოს მისი ჩარევა.”- განაცხადა მამუკა ღლონტმა და არ დააკონკრეტა თუ ვინ გადაუხადა გია გაჩეჩილაძეს 25%-ს დაბრუნებისთვის ფული, ”ზუსტად ვიცი რომ მიხეილ სააკაშვილმა არა, ის მხოლოდ რუსთავი2-ში ხარჯავს ფულს”- განაცხადა ღლონტმა.
ღლონტის თქმით, პატარკაციშვილების ოჯახი მაესტროსთან მიმართებაში ისევე იქცევა, როგორც მას თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა მოექცა.
”მათ დაიპყრეს ტელევიზია და აპირებენ ახლა გამოყარონ იქიდან კანონიერი მფლობელები. ნუ მოიქცევიან ისე, როგორც მოიქცა მიხეილ სააკაშვილი, რადგან როგორც მან დაამთავრა კარგად ვნახეთ. მე ტელებიზნესი აღარ მაინტერესებს, მაესტრო ჩემთვის არ ყოფილა მატერიალური ღირებულება, მაგრამ მე ვეცდები მაესტროს ლოგოს ქვეშ არ გავიდეს რაიმე უმსგავსოება ან მაესტროს ჟურნალისტები არ იყვნენ თავისუფლები.”- განაცხადა მამუკა ღლონტმა.
მასალის გამოყენების პირობები






