,,მაესტრო იყო მესამე მოთამაშე, იყო ორი დიდი იმედი და რუსთავი და მაშინ მაესტროს სამჯერ მეტი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე დღეს და ვისთანაც ითანამშრომლებდა ამით დიდ პლიუსს გადასცემდა. ბოლო ხელშეკრულება თუ არ ვცდები ,,იმედმა“ იანვრის დასაწყისში გაუფორმა“ - აცხადებს რუხაძე,
ბიზნესმენი ამბობს, რომ მას ერჩივნა მაესტრო გია გაჩეჩილაძეს ეყიდა ვიდრე გაკოტრებულიყო. რუხაძე აცხადებს, რომ გოგელიას აღარ სურდა ტეელვიზიაში ფულის ჩადება და მაესტროს გაურკვეველ ჯგუფებს სთავაზობდა.
,,მე მერჩია არ გაკოტრებულიყო მაესტრო. მაესტრო გაიყიდებოდა, მე დარწმუნებული ვარ, არსებობდა ვითიბი ბანკის შეთავაზება, რომელიც უცნობმა გაანეიტრალა, თორემ ხდებოდა გაურკვეველ ჯგუფზე გადაცემა. კოტე გოგელიას აღარ უნდოდა მეტი ამ ტელევიზიაში ფულის ხარჯვა, ამიტომ ის მაესტროს მაინც გაყიდიდა და მე მერჩივნა თუ ნორმალური პირობები იქნებოდა უცნობს ეყიდა და ეს ,,იმედს“ მისცემდა საშუალებას, ნორმალურად გაეგრძელებინა მუშაობა. კოტე გოგელია ამაში ითოხვდა 5,5 მილიონ დოლარს, რომ ის და მისი პარტნიორი გასულიყვნენ ტელევიზიიდან უმტკივნეულოდ“ - აცხადებს რუხაძე.
მასალის გამოყენების პირობები






