კერძო პირებისათვის მიწის რეგისტრაციის წამახალისებელი ნორმების პროექტი განიხილეს იუსტიციის სამინისტროში
პოლიტიკა - 18:13, 09 Feb, 2016     1517
იუსტიციის სამინისტროში კერძო პირებისათვის მიწის რეგისტრაციის წამახალისებელი ნორმების პროექტის გარშემო სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

იუსტიციის სამინისტრომ სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი მოკვლევის შედეგები გააცნო, რომლებიც მიწის საამზომველო საქმიანობის ხარვეზებს შეეხება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს მიერ მიწის რეგისტრაციისას იდენტიფიცირებულ პრობლემებზე ისაუბრა, როგორიცაა: მიწის რეფორმისას გაცემულ საბუთთა შეუსაბამობა არსებულ რეალობასთან; სხვადასხვა პროექტის, მათ შორის, „USAID“-ის დაფინანსებით წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს განხორციელებული უზუსტო და შეუსაბამო რეგისტრაციები; ქაოტური და რეგულაციებს მიღმა მიმდინარე საამზომველო საქმიანობა; საფასური, როგორც ბარიერი საამზომველო ნახაზის მოპოვებისას; გაყალბებული პირადი მონაცემები ან პირად მონაცემებში მექანიკური შეცდომებით გამოწვეული შეუსაბამობები, რაც როგორც მიწის რეგისტრაციას, ისე უკვე დარეგისტრირებული მიწის მემკვიდრეობით გადაცემას უშლის ხელს; საფასური, როგორც ბარიერი გაყალბებული ან შეუსაბამო პირადი მონაცემების გასასწორებლად; საფასური, როგორც ბარიერი მიწის რეგისტრაციისას; რეგისტრაციის არაერთგვაროვანი პრაქტიკა საჯარო რეესტრში; საჯარო რეესტრში ჯერ კიდევ შემორჩენილი ძველი დროის ბიუროკრატიული მიდგომები; საჯარო რეესტრისათვის კანონით მიცემული მწირი უფლებამოსილებები და შესაძლებლობები; მუნიციპალიტეტებში შექმნილი აღიარების კომისიების ინერტულობა; პოტენციური დავის ალტერნატიული, სანდო და იაფი გზით მოგვარების მექანიზმის არარსებობა; რეგიონული ან ლოკალური პრობლემები: აჭარა, მთიანი რეგიონები (აღმოსავლეთმთიანეთი; სვანეთი), ბახმარო და სხვ.

თეა წულუკიანმა დეპუტატებს მოახსენა, რომ ზემოჩამოთვლილ პრობლემათაგან უკვე არაერთია აღმოფხვრილი. კერძოდ, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით,

დამტკიცებულია პარლამენტის მიერ გამოცხადებული ამნისტიის გამოყენების წესი, რომელიც გაყალბებული საბუთების საპატიმრო სასჯელისა და ჯარიმის გარეშე გასწორების შესაძლებლობას ეხება;

ამნისტიის მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დოკუმენტსა და აქტში სხვდასხვა ჩანაწერის შესწორება, მათ შორის სახელის ან გვარის კორექტირება, გვარის კანონიერად აღიარება და სხვა მომსახურებები მოქალაქეებისათვის სრულიად უფასოა;

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იუსტიციის მინისტრის მიერ მიენიჭა უფლებამოსულება, უფასოდ განაახლოს და გასცეს ყველა დოკუმენტი რომელიც ჩანაწერის გასწორების შედეგად გასაუქმებელი არმოჩნდება.

იუსტიციის მინისტრის თქმით, რეესტრებისა და არქივების მონაცემთა სანდოობა ქცეულია მთავარ პრიორიტეტად და მაღალი ტემპით მიმდინარეობს ტექბიუროს ძველი არქივების დიგიტალიზაცია, რომელიც 2016 წლის ზაფხულში დასრულდება. მომდევნო წლის ივნისისათვის მიწასთან დაკავშირებული ყველა საბუთი ელექტრონულ ფორმატში იქნება გადატანილი, რის შედეგადაც შეიქმნება მიწის ნაკვეთის ელექტრონული ბარათი, სადაც მიწის ისტორიაა ასახული: ყოველ საკადასტრო კოდზე გვეცოდინება მიწის ნაკვეთის ისტორია − ვის ხელში იყო, როდის და რის საფუძველზე, როგორ და რა ფორმით მოხდა მოგვიანებით ქონების გადაცემა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ასევე, პირველი რანგის პრიორიტეტია საჯარო რეესტრში მართვის ელექტრონული მექანიზმების გაუმჯობესება, რაც ქვეყანაში ელმმართველობის დახვეწის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან, 2013-2015 წლებში განხორციელდა საჯარო რეესტრის არქივების უსაფრთხოების დაცვის პროექტი, რის შედეგადაც ტექბიუროს თუ სხვა ძველი არქივები მუნიციპალიტეტებში არსებული დაუცველი შენობებიდან იქნა გადმოტანილი ლილოში, სადაც 2015 წელს თანამედროვე სტანდარტების საცავი გაიხსნა.

დანარჩენი პრობლემების მოსაგვარებლად კი, იუსტიციის სამინისტრომ კოლეგა უწყებებსა და დეპუტატებს სხვადასხვაგვარი გამოსავალი შესთავაზა და, მხარდაჭერის შემთხვევაში, საკუთრების უფლების სფეროში მნიშვნელოვანი გაუმჯობესების იმედი გამოთქვა. ინიციატივა „მიწის საკუთრებაშირეგისტრაციის პროექტის“ შექმნას ითვალისწინებს, რომელიც:

იქნება დროებითი;

მოიცავს ე.წ. პილოტურ პროექტს მსოფლიობანკის დაფინანსებით (11 სოფელი);

პროექტის ფარგლებში მიწის რეგისტრაციაიქნება უფასო;

შეიქმნება დავების გადაჭრის იაფი, სანდო დასწრაფი მექანიზმი მედიაციის, მათ შორის, სანოტარო მედიაციის ელემენტებით;

პროექტის ფარგლებში შედგენილ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის/მორიგებისაქტის დამოწმება/დადასტურების ფუნქციას იკისრებს ნოტარიუსი;

როგორც თბილისში, სხვა მუნიციპალიტეტებშიც, საჯარო რეესტრის თანამშრომელი გახდება აღიარების კომისიის წევრი და შეასრულებს მეკავშირის ფუნქციას აღიარებისა და რეგისტრაციის პროცედურას შორის;

ხარვეზებით შედგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტები ლეგალურად გამოცხადდება;

საჯარო რეესტრი თავისი ინიციატივით მოიძიებს დოკუმენტაციას, განახორციელებს საჭირო ცვლილებებს საკუთარ მონაცემებში;

დახვეწს საამზომველო საქმიანობას;

უზრუნველყოფს აზომვითი ნახაზის სიზუსტეს;

მოაწესრიგებს უზუსტო ნახაზის არსებობისას პასუხისმგებლობის საკითხს

დანერგავს ერთიან მეთოდოლოგიასა და სტანდარტს;

დაარეგულირებს აზომვითი ნახაზის შედგენის საფასურს;

დაიცავს ამზომველთა და კერძო მესაკუთრეთა ინტერესს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42