„ჩვენ წინ მივდივართ და 2014 წელს უელსში მაღალ დონეზე შეთანხმებული პაკეტის სხვადასხვა კომპონენტს ვახორციელებთ. ყველა ეს პრაქტიკული ინსტრუმენტი საქართველოს გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად ყოველდღიურ რეჟიმში გამოიყენება,. თქვენ ნატო-ს უახლოვდებით. MAP-ი არის პოლიტიკური სტატუსი, რომელსაც ანიჭებენ მოკავშირეები კონსენსუსის საფუძველზე. ამიტომ, სანამ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებს, საჭიროა კონსენსუსის მიღწევა მაპ-თან დაკავშირებით. მივესალმები იმ ფაქტს, რომ თქვენ აღწევთ პროგრესს, ახორციელებთ რეფორმებს, ჩვენ ჩავატარებთ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომებს ამ შეხვედრის ფარგლებში და მე მივაწვდი კომისიას ინფორმაციას მიღწეული პროგრესის შესახებ და მოვუყვები, როგორ შეუძლია ნატო-ს გააგრძელოს დახმარების გაწევა საქართველოსთვის და ითანამშრომლოს მასთან“- განაცხადა სტოლტენბერგმმა.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია და რეფორმები, რომელიც შიდა პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროში ხორციელდება, საქართველოს ნატო-სთან უფრო დააახლოვებს. სტოლტენბერგის თქმით უელსის სამიტზე შეთაბხმება მოხდა საქართველოსთვის მხარდაჭერის განხორციელებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაგეგმარება, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, საზღვაო უსაფრთხოება და კიბერთავდაცვა. ვარშავის სამიტზე კი ჩვენ ვიმსჯელებთ მიღწეული პროგრესი განიხილება და იმაზე მსჯელობა თუ როგორ შეიძლება კიდევ გაიზარდოს ეს მხარდაჭერა.
მასალის გამოყენების პირობები






