კომისიის თავმჯდომარე ორივე კომპანიისგან გარანტიას ითხოვს, რომ ვიმპელკომის ინტერესი მხოლოდ საცალო აქტივებია და არა საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი. მობიტელის აქტივებთან დაკავშირებით დამატებითი საკითხის დაზუსტების მიზნით კომისიამ მოსმენა ერთი თვით გადადო. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თქმით, საუბარი მიმდინარეობს მხოლოდ საცალო სექტორის გაყიდვის საკითხზე.
"წარმოდგენილი განაცხადი და დღევანდელი განხილვა ადასტურებს რომ დღეს დღეობით კოპანიებს შორის საუბარი არ მიმდინარეობს ოპტიკურ ბოჭკვანი მაგისტრალების გაყიდვის ნაწილზე, არამედ მიმდინარეობს მხოლოდ საცალო სექტორის გაყიდვის საკითხზე“ - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესაძლო გაყიდვას უარყოფს კავკასუს ონლაინის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ჭიაურელი. მისი თქმით აღნიშნული კაბელის გაყიდვა განხილვის საგანი არასოდეს ყოფილა.
"ნოემბერში, თუ სწორად მახსოვს, ეს არ იყო არასდროს დაფარული არც მედიისგან და არც მარეგულირებლისგან იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებული ვართ განვუცხადოთ მარეგურილებელს ნებისმიერი ზრახვაზე კომპანიის გასხვისების წილის თუ მთლიანად ან რაიმე დამატებითი ინვესტორის შემოყვანაზე, ამიტომ ეს მსჯელობა აქტიურად დაიწყო დიდი ხნის წინ. ამ პერიოდის განმავლობაში არასდროს არ ყოფილია საუბარი და არ ყოფილა განხილვის საგანი მაგისტრალური ოპტიკური ბიჭკოვანი კაბელი როგორც სახმელეთეო ასევე შავი ზღვის“- განაცხადა ჭიაურელმა.
მაგისტრალური კაბელის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას უარყოფს კომპანია ბილაინის გენერალური დირექტორის გიორგი ტყეშელაშვილიც:
"ბილაინმა გამოხატა ინტერესი შეიძინოს კავკასუს ონლაინის საცალო ქსელი. ბილაინს არასდროს გამოუხატავს ინტერესი შეიძინოს რაიმე სახის მაგისტრალური კაბელი. ჩვენ გავინტერესებს მხოლოს საცალო მომსახურეობის საცალო სეგმენტი“ - აღნიშნა გიორგი ტყეშელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






