2016 წლის არჩევნების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება
პოლიტიკა - 16:30, 09 Feb, 2016     1554
საქართველოს საარჩევნო ადმინისტარციის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ნინო დათუაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიას ოლქის წევრებად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისა და ხელისუფლებასთან აფელირებული პირების დანიშვნაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, თანამდებობაზე დანიშნული 100 კადრიდან 74-ს ნამუშევარი პარტიული ნიშნით აქვს.
"ეს პროცესი ზაფხულში დაიწყო და დღემდე გრძელდება, ცესკომ არაკვალიფიციური კადრები მიიყვანა იმ ადამიანების ნაცვლად, რომლებსაც ხელშეკრულება არ გაუგრძელდა. იმის თქმა, რომ აქ ხელისუფლების კვალია ცალსახად არ შემიძლია, თუმცა ცესკოს მოქმედებები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს"- - აცხადებს დათუაშვილი.
მისი თქმით, მომავალი არჩევნების ბედი ეჭვ ქვეშ არის.

"კითხვის ნიშნის ქვეშ დგება 2016 წლის არჩევნების სანდოობა. იმიტომ რომ დაირღვა საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პრინციპ. მთავარი პრინციპია ნეიტრალურობა, სადამიანები ნეიტრალური ნიშნით უნდა შეერჩიათ. ჩვენმა პროფკავშირმა წერილობით აცნობა ცესკოს, რომ კანდიდატებს შორის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა ეს რეკომენდაცია მათ არ გაითვალისწინეს"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" საარჩევნო ადმინისტარციის პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის შენობასთან სხვადასხვა საოლქო კომისიის უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი მოითხოვდნენ, რომ ცესკომ ახალი თანამშრომლების არჩევის პროცესი შეაჩეროს და გადახედოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 100-ზე მეტ თანამშომელს უფლებამოსილება აღარ გაუგრძელდა.

„ჩვენს ნაცვლად „აირჩიეს“ ის ადამიანები, რომლებიც არიან მათი პარტაქტივი, ვინც არ არის პარტაქტივი არის ახლობელი, ნათესავი ან ჯგუფელი. ქალბატონი თამარ ჟვანია თავისი მოსვლის დღიდან, თავის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან ერთად ასამარებს საარჩევნო სისტემას საქართველოში. რეგიონებიდან ბევრი ვერ ჩამოვიდა, ზოგი უამინდობის, უფრო მეტი კი იმის გამო, რომ ზოგს რაღაცას პირდებიან და ზოგს აშინებენ“- განაცხადა დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილმა თანამშრომელმა ნესტან დალაქიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42