მღებრიშვილს გუნცაძე შეცვლის? - ,,არ გამიკვირდება კახა თარგამაძე და კალაშოვიც დაწინაურდნენ“
პოლიტიკა - 16:26, 09 Feb, 2016     6769
ირაკლი ღარიბაშვილის გათავისუფლების შემდეგ, მისი კადრებიც ჯერიც დგება.

“ნიუპოსტის“ ინფორმაციით, რამდენიმე კვირაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პოსტს დატოვებს და მას რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე შეცვლის.

სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილები - მინისტრის მოადგილეების შეცვლა, თბილისი პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება, სამხარეო პოლიციის უფროსების შეცვლა, ამის წინაპირობაა.

კოკა გუნცაძის შესაძლო გამინისტრებას არ გამორიცხავს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე.

„გარკვეული ინფორმაცია მეც მაქვს ამს შესახებ. ბოლო პერიოდში აწყობილი ჯაჭვის სრულიად ლოგიკური გაგრძელება იქნება კოკა გუნცაძის დაწინაურება, რომელიც გია გაჩეჩილაძის მსგავსად, პრემიერ კვირიკაშვილის ძმაკაცია. რასაც ვუყურებთ ერთი მჭიდის ხალხი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე. ღარიბაშვილის კლანის შემდეგ ახლა ბადრი პატარკაციშვილის კლანი წინაურდება. ამიტომ არ გამიკვირდება, თუ გუნცაძე შს მინისტრი გახდება, ასევე არ გამიკვირდება რომ მომავალში კახა თარგამაძე და კალაშოვი დაწინაურდეს“- აღნიშნა თარგამაძემ.

კოკა გუნცაძის მაღალ თანამდებობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2007 წელს, ლევან გაჩეჩილაძის ლიდერობით, სააკაშვილის ხელისუფლების წანააღმდეგ გამართული აქციების დროს იყო. მაშინდელი ოპოზიცია მთავრობაში მოსვლისთვის ემზადებოდა და შესაბამისად, თანამდებობესაც იყოფდა. გუნცაძე 2007 წელს ძმები გაჩეჩილაძეების გუნდის წევრი იყო და მაშინ ის პრემიერ-მინისტრად ან შს მინისტრის პოსტზე განიხილებოდა. დგას თუ არა დღის წესრიგში ივანიშვილის გუნდის წინაშე სააკაშვილის ხელისუფლების დროს განუხორციელებელი მიზნები ამას დრო გვიჩვენებს.

“საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გუნცაძის შესაძლო გამინისტებას არასერიოზულს უწოდებენ.

"არასერიოზულია, ჭორია ეს ინფორმაცია, ჭორებზე კი განცხადებას არ ვაკეთებთ"- უთხრა "ნიუპოსტს" რკინიგზის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.

გიორგი მღებრიშვილის მოსალოდნელ გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "ნიუპოსტს" მინისტრის განცხადება შეახსენეს, რომელიც ამ უკანასკნელმა ამ საკითხზე გააკეთა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე მის სავარაუდო გადადგომასთან განაცხადა, რომ ამაზე საუბარი მთავრობაში არ ყოფილა და ეს არის მიზანმიმართული კამპანია.

„არანაირი საუბარი ამის შესახებ არ ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეს კამპანია ჩემს მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩემს შემცვლელებად სახელდებიან. მე ყველა მათგანს უდიდეს პატივს ვცემ, ისინი ჩემი მეგობრები არიან…. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არანაირი საუბარი ამ თემაზე არ ყოფილა“, – აღნიშნავდა გიორგი მღებრიშვილი.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42