თბილისის მერმა სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი ცენტრის “OkTopUs“-ის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
პოლიტიკა - 14:54, 09 Feb, 2016     1502
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფინანსებით დაწყებული სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი ცენტრის, “OkTopUs“-ის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

ახალ სავარჯიშო-გამაჯანსაღებელ ცენტრს შპს „ფიტამინი“ გახსნის, რომლის განაცხადი შესაბამისმა კომისიამ გასული წლის დეკემბერში განიხილა და დააკმაყოფილა. პროგრამის შესაბამისად, ბენეფიციარმა 70000 ლარი მიიღო ძირითადი საშუალებების ხარჯების თანადაფინანსებისთვის. ცენტრის გახსნის შემდეგ შპს „ფიტამინი“, ასევე, ისარგებლებს ფართის იჯარისა და სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტებით. სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი ცენტრი გათვლილია 2 000 მომხმარებელზე. ცენტრი 1,425 კვ.მ. ფართობზე განთავსდება და შექმნის 20 მუდმივ სამუშაო ადგილს. ცენტრის გახსნის შემდეგ, თბილისის მერიის მიერ შერჩეული მოწყვლადი ჯგუფების 50 წარმომადგენელი მომსახურებაზე მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სპეციალური შეღავათები გაკეთდება.

„აღნიშნული პროექტი სოციალური დაცვის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ფიზიკური დატვირთვის მიღება ხელმისაწვდომი გახდება მოწყვლადი ჯგუფებისთვისაც. როგორც ხედავთ, უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. პროექტის დასრულება და გახსნა აპრილის ბოლოსთვის არის ნავარაუდევი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მუნიციპალური პროგრამის ძირითადი მიზანია ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერის გზით ახალი გამაჯანსაღებელი ცენტრების შექმნისა და არსებული გამაჯანსაღებელი ცენტრების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, მოწყვლადი ჯგუფებისთვის სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და თბილისში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

სანდრო ეულის N7-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერთან ერთად, „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე მარგიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა დაათვალიერეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42