ჯანდაცვის სამინისტროში სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
პოლიტიკა - 14:15, 09 Feb, 2016     1203
სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის პრეზენტაციას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან ერთად დაესწრო.

მთავრობის მიერ გამოცხადებულ სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტში ინვესტორის გამოსავლენ ტენდერში ინტერესი სამმა კომპანიამ გამოხატა, თუმცა წინადადებები ოფიციალურად ავსტრიულმა „ალფამედიკ კონსორციუმმა“ (AlphaMedic Consortium) წარადგინა.

ავსტრიულმა კომპანიამ, კლინიკებისა და პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარების საკუთარი კონცეფციის პრეზენტაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდისთვის გამართა.

საპარტნიორო ფონდი „ალფამედიკ კონსორციუმის“ მიერ წარმოდგენილ პროექტს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად სწავლობს, რის შემდეგაც იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

დავით საგანელიძის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სფეროში განხორციელდება. „ვამაყობ, რომ საპარტნიორო ფონდი ამ პროექტის მნიშვნელოვანი მონაწილეა. ფონდში ასევე წარმატებით არის დაწყებული პროექტი, რომელიც ფარმაცევტულ სფეროში წამლების გაიაფებას უზრუნველყოფს. მოსახლეობამ უკვე შენიშნა, რომ წამლები იაფდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეპარატებზე ფასი მინიმუმ 30%-ით დაიკლებს, ხოლო როცა ახალი ფარმაცევტული ქარხანა დაიწყებს ფუნქციონირებას წამლების ღირებულება განახევრდება. რაც შეეხება საქართველოში პირველ მაშტაბურ რეფორმას, რომელიც ჰოსპიტალურ და ჯანდაცვის სფეროში უნდა განხორციედეს, ყველაზე საუკეთესო შეთავაზება ტენდერში ალფამედიკმა წარმოადგინა. ახლა, სწორედ მათი წინადადებების შესწავლა-დამუშავება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, აღნიშნული კომპანია გამარჯვებულად ჯერ არ გამოგვიცხადებია. გადაწყვეტილებას წარმოდგენილი წინადადებების დეტალურად განხილვის შემდეგ მივიღებთ’’, აღნიშნა დავით საგანელიძემ. მისივე განცხადებით, „ალფამედიკი“ საკმაოდ სერიოზული და ძლიერი კომპანიაა, რომელსაც ანალოგიური რეფორმა ბევრ ქვეყანაში აქვს წარმატებულად განხორციელებული. პროექტის ღირებულება დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარამდეა. „ინვესტორს ვალდებულება აქვს მოიზიდოს დამატებითი ფინანსები. სახელმწოფო კი საპარტნიორო ფონდის სახით მიიღებს მონაწილეობას. თანხის ოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის. ჩვენ მხოლოდ საწყის ეტაპზე რამოდენიმე წელი ვმონაწილეობთ ბიზნესში, რათა გავაძლიეროდ მათი საწყისი კაპიტალი. აწყობილი ბიზნესი კი რჩება ჩვენს პარტნიორს, საპარტნიორო ფონდი კი იბრუნებს თანხას გარკვეული მოგებით. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის (PPP) პროექტები კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანაარსებობის საუკეთესო მაგალიათია, როგორც ფარმაცევტულ, ასევე ჰოსპიტალურ სფეროში“, აღნიშნა დავით საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდმა კონსულტანტ კომპანია „გლობალური ალიანსთან“ (Global Alliance for Health and Social Compact) ერთად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განახორციელა. კვლევის საფუძველზე სამთავრობო ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროგრამის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილე სამი კომპანიიდან გამარჯვების პრეტენდენტი „ალფამედიკ კონსორციუმი“ გახდა.

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება, საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში, მოიზიდოს ინვესტიციები და განახორციელოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე საქართველოს მასშტაბით განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდებით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ამბულატორიული ქსელი.

სამედიცინო კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა მოიცავს შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ უძრავი ქონებას და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს.“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42