თბილისის მერი EBRD-ის უფროს ბანკირს, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა
პოლიტიკა - 18:02, 08 Feb, 2016     1084

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილეებთან, გიორგი ლილუაშვილთან და ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უფროს ბანკირს, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, როგორიცაა: თბილისის მეტროპოლიტენის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, შეჯერება ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უნდა მოხდეს, რათა მეტროს პროექტის შემდგომ განვითარებაზე მომზადდეს კვლევა. შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა დასუფთავებისა და გარე განათების საკითხებთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია, რომ მყარი ნარჩენების მართვის კუთხით ქალაქში არსებული მდგომარეობის შეფასებაზე EBRD-თან ერთად უკვე ვმუშაობთ. ჩვენ გვჭირდება დასუფთავების ტექნიკის განახლება, ასევე აღსანიშნავია კონტეინერების განაწილების, თვითონ ნარჩენების გატანის სისტემის ოპტიმიზაცია და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ შესწავლა, რაც დაწყებულია. გარე განათების პროექტში ინტერესთა გამოხატვის მეორე ეტაპისთვის ასევე გვჭირდება, რომ ჩვენთან არსებული განათების სისტემის დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა მოხდეს. შესწავლილ იქნას ტექნიკურად რომელ ქუჩებზე, რა ტიპის სანათები გვჭირდება და სწორედ ამაზე დაყრდნობით, შემდეგ უკვე მოხდეს კონკრეტული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება , სადაც დაინტერესებული კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უფროს ბანკირთან შეხვედრას , თბილისის მერიის ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42