შსს-ს საპატრულო პოლიციას INL-მა უახლესი მოდელის ბორტ-კომპიუტერები გადასცა
პოლიტიკა - 17:51, 08 Feb, 2016     2269

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლშს შეხვდა. შეხვედრას ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები და შს სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მჭიდრო ურთიერთობას. გიორგი მღებრიშვილმა და ჯეიმს ვოლშმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შს მინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულთან, ტრეფიკინგთან, კიბერდანაშაულთან და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით INL-ის განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საქართველოს შს სამინისტროს მიერ ინიცირებულ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიან პროგრამაზეც ისაუბრეს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი, რიგ საკანონმდებლო და სხვა ცვლილებებთან ერთად, საპატრულო პოლიციის შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვაა.

შეხვედრის შემდეგ ჯეიმს ვოლშმა და იან კელიმ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს INL-ის პროგრამის მიერ შეძენილი ბორტ-კომპიუტერები პირადად გადასცეს. საპატრულო პოლიციის ავტომანქანების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა მნიშვნელოვნად გაზრდის საპატრულო პოლიციის მუშაობის ეფექტურობას, ხელს შეუწყობს სამართალდარღვევებზე დროულ რეაგირებას და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42