ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გასხვისება- "თავისუფალი დემოკრატები'
პოლიტიკა - 17:43, 08 Feb, 2016     614
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართეს და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გააჟღერეს. პარტიის წარმომადგენლების თქმით არამარტო მაგისტრალის გასხვისება, არამედ რუსული კომპანიის ინტერნეტის საცალო ბაზარზეც შემოსვლაც კი კერძო მომხმარებლების საინფორმაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული:

„შავი ზღვის,საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია!
ჩვენ, ''თავისუფალ დემოკრატებს'' გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები მაგისტრალის გასხვისებასთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობდა, რუსული ''ვიმპელკომი'' შეხვდა პრემიერ-მინისტრსაც და პრაქტიკულად დასკვნით ფაზაში იყო შესული.
საბოლოო შეთანხმება საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გასხვისების საკითხზე იგეგმებოდა თურქეთში, ქ.სტამბულში. „ვიმპელკომი“ თავისთავად ძალიან მსხვილი კომპანიაა და მისი დაინტერესებაც სწორედ მას შემდეგ მოხდა, რაც გაკეთდა შეთავაზება ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესაძლო გასხვისების თაობაზე.
ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ ''თავისუფალი დემოკრატები'' მხარს ვუჭერთ კერძო ბიზნესს და არ ვერევით კომერციული კომპანიების მოლაპარაკებებში, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, ჩვენ ვალდებულები ვართ მოვახდინოთ რეაგირება და მოვითხოვოთ მოლაპარაკებების გამჭვირვალობა.
''კავკასუს ონლაინი'' კერძო ქართული კომპანიაა, რომელსაც წლების განმავლობაში მსხვილი ინვესტიცია აქვს განხორციელებილი ამ სფეროში და მას ყველა უფლება აქვს იმოქმედოს თავისი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე.
თუმცა, ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ხელისუფლებამ, სტრატეგიული ობიექტის - საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გასხვისება არ უნდა დაუშვას! ეს ობიექტი არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის არამედ მთელი რეგიონისთვის წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობას.
ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, წარმართოს მოლაპარაკებები ''კავკასუს ონლაინთან'' და ამა თუ იმ ფორმით არ დაუშვას სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გასხვისება.
აქვე საზოგადოების ყურადღება გვინდა მივაპყრო იმ გარემოებასაც, რომ ინტერნეტის საცალო ბაზარზეც კი შემოსვლა არის კერძო მომხმარებლების, ანუ ჩვენი მოქალაქეების საინფორმაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ამასთან დაკავშირებითაც მარეგულირებელ კომისიას და შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს დაფიქრება მართებთ, ვიდრე იქნება რაიმე გადაწყვეტილება.
ჩვენთვის, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ უმნიშვნელოვანესია პროცესის გამჭვირვალობა, ჩვენ გვაქს არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანი განცხადებები. ბუნდოვანებაა ამ შემთხვევაშიც. ''კავკასუს ონლაინი'' ამტკიცებდა რომ აწარმოებს მაგთისთან მოლაპარაკებებს, რაც ''მაგთიკომმა'' უარყო.“- განაცხადა ბუკა პეტრიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42