მთავრობის უპატიებელი შეცდომები გვაშორებს ნატოს - შაშკინი აპატურაის განცხადებებს აფასებს
პოლიტიკა - 18:35, 08 Feb, 2016     1686
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი იმ მიზეზებს ასახელებს რის გამოც გაწევრიანების სამოქმედო გეგმას საქართველო ვარშავაში დაგეგმილ სამიტზე ვერ მიიღებს.

გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ფოკუსირება არა MAP-ზე, არამედ პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე გააკეთოს.

რა არის NATO-ს მთავარი გზავნილი და როგორ გაიგო ეს მესიჯი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც დღეს აღნიშნა, რომ „საქართველოს ამოცანა არ არის MAP-ი, ჩვენი მიზანი არის წევრობა“.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით საქართველო უნდა ემზადოს იმისთვის, რომ გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილების შესაბამისად ყოველთვის მზად იყოს ალიანსში გასაწევრიანებლად.

„ნიუპოსტმა“ აპატურაის მესიჯების შეფასება თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს სთხოვა.

დიმიტრი შაშკინი: „ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენმა მთავრობამ სამი წლის განმავლობაში ვერ გაიაზრა, რომ მთავარი საკითხი ნატოში გაწევრიანების გზაზე ეს არის არა ტექნიკური, არამედ პოლიტიკური საკითხი. ტექნნიკური თვალსაზრისით ჩვენი შეიარაღებული ძალები უკვე დიდიხანია არიან მზად იმისთვის, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს. ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წერ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა ოპერაციებში. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს - მთავრობის ყოველდღიური და რაც მთავარია უპატიებელი შეცდომები, რომელიც ყოველდღიურად გვაშორებს ნატოს. მთავრობა აძლევს საშუალებას იმ სკეპტიკოსებს, რომლებიც ნატოს წევრ ქვეყნებში არიან, რომ მიუთითონ საქრთველოს რომ მეტი რეფორმაა საჭირო“.

- მეტი სიცხადისთვის კონკრეტული შეცდომის შესახებ გვითხარით...

- მაგალითად გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ტუალეტთან დაპატიმრება, შიარაღებული ძალებიდან საკადრო ოფიცრების დათხოვნა, შეცდომაა, რაც ხდება მასმედიასთან დაკავშირებით, ის, რაც მოხდა რუსთავი 2 - თან დაკავშირებთ და რაც დღეს ხდება ტვ. „მაესტროში“. ნატოში გაწევრიანებას აფერხებს საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რაზეც ევროპარლამენტმა გააკეთა განცხადება. ეს ყველაფერი ზეგავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესზე. ამ პრობლემების გათვალისინებით, არც ერთ პროფესიონალს არ ჰქონდა განცდა, რომ საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვარშავაში დაგეგმილ სამიტზე ვერ მიიღებს.

- რა უნდა გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან?

- ძალიან მინშვნელოვანია უფრო აქტიური პოლიტიკა, ჩასატარებელია რეფორმები...

- საქართველოს ამოცანა არ არის MAP-ი, ჩვენი მიზანი არის წევრობა- ეს განცხადება თინათინ ხიდაშელმა აპატურაის განცხადების კომენტირებისას გააკეთა...

- ბუნებრივია, რომ ჩვენი მიზანია ნატოს წევრობა, მაგრამ გასათვალისწინებელია პრაქტიკა, ბოლოს მიღებულმა ქვეყნებმა ყველამ გაიარეს MAP - ის პრაქტიკა.ჯერ-ჯერობით მაპის ალტერნატივა არ შექმინლა. ამიტომ ნატოს წევრი რომ გავხდეთ უნდა გაიარო ეტაპები. მაპი ეს არის ეტაპი. თუ სხვა პრინციპის შესახებ ფლობს ქალბატონი მინისტრი ინფორმაციას, უმჯობესი იქნება უთხრას საზოგადოებას.

- რა რეზონანსს ჰპოვებს ქართულ მედია სივრცეში მომხდარი ძვრები ვარშავის სამიტზე?

- ეს პროცესები ანარეკლივით მოხვდება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალ-ყურს იმ საკითხებს, რომელიც მედიის თავისუფლებასა და პოლიტიკურ დევნას შეეხება. ეს პროცესები ჩვენი ქვეყნისთვის სახარბიელო ნამდვილად არ იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42