მელორ ვაჩნაძე პოლიტიკაში მიდის - "ნომერში 800 ლარი გადავიხადე, რომ არ გავეჩერებინეთ"
პოლიტიკა - 16:45, 08 Feb, 2016     9102
„ნიუპოსტზე“ გავრცელებულმა მასალამ სახელწოდებით - SU 001 SS - მელორ ვაჩნაძე სუს-ის მაღალჩინოსანის მანქანით ნადირობს? საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოწვია.

მასალაზე განმარტება გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. უწყების პრესსამსახურის უფროსის განცხადებით, „ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ SS-US სერიით სარგებლობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები“.

ნინო გიორგობიანმა აღნიშნა, რომ აღნიშნული სერიის მანქანები სუს-ს საერთოდ არ ჰყავს და განმარტავს,რომ SU-SS და SS-US სერიით ნომრის აღება მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ნიუპოსტის“ რედაქციაში თავად ვაჩნაძემ დარეკა და იმის გარკვევას შეეცადა, რატომ ან ვისი დავალებით მომზადდა აღნიშნული მასალა.

ე.წ პოლიტპატიმრის განცხადებებს უცვლელად გთავაზობთ.

მელორ ვაჩნაძე: ძალიან მაინტერესებს რამ ან ვინ შთაგაგონათ ამ მასალის მომზადება?

- ვის ეკუთვნის აღნიშნული ავტომიბილი?

- ეს ავტომობილი ნამდვილად იყო ჩემს საკუთრებაში. თუმცა წელიწადზე მეტია რაც გავყიდე, ჩემმა ძმაკაცმა მიყიდა.

- რატომ SU 001 SS ?

- ამ ნომერში 800 ლარი გადავიხადე. ვინაიდან წელიწადნახევარი აკრძალვა მაქვს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის, ავიღე ეს სერია, რომ არ გავეჩერებინეთ.

- ანუ აკრძალვის მიუხედავად, მაინც მართავდით ავტომობილს?

- დიახ ვატარებდი. ავტომობილი რომ მიყიდეს, იმ პერიოდში შემეძინა ქალიშვილი. მას სჭირდებოდა ექიმთან მიყვანა, ძალიან ბევრ ადგილას უნდა წამეყვანა. ამიტომ ვიჯექი ხოლმე ამ მანქანაზე. მართვის მოწმობა ამ წუთსაც არ მაქვს. მეტსაც გეტყვით, ორჯერ ვარ დაჯარიმებული, იმიტომ რომ ავტომობილს აკრძალვის მიუხედავად ვატარებდი. რა პრობლემებს ქმნით ვერ გავიგე?

- საჯარო ფიგურა ბრძანდებით, სოც.ქსელში საინტერესიო ფოტო დადეთ და ბუნებრივია გაჩნდა კითხვა...

- იცით, რომ ეს ავტომობილი ნახევრად ბანკს ეკუთვნოდა, რადგან უმუშევარი ვარ და ვალები მქონდა? ორი შვილი მყავს, დამჭირდა და გავყიდე.

- მელორ თქვენ ახალი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი ბრძანდებოდით. როგორ ფიქრობთ, რატომ ხართ უმუშევარი, რატომ ვერ დასაქმდით "ოცნების ხელისუფლების" პირობებში?

- ერთი წამი შენ შემოგევლე, მე „ნაციონალების“ წინააღმდეგი ვიყავი. მატერიალური მხარის გამო არასდროს დავპირისპირებულვარ ვინმეს. ნაციონალებს მათი პოლიტიკის გამო ვებრძოდი. რაც შეეხება ჩემს დაუსაქმებლობას, ეს ამ მთავრობის არჩევანია. მე სხვა - პოლიტიკური მიზნები მაქვს. მანქანის საკითხს სანამ დაწერთ, გადაამოწმეთ - მორჩით ჭორაობას.

- ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით თქვენთან დაკავშირებას, თუმცა მიუწვდომელი ბრძანდებოდით.

- ხო, ნომერი გამორთული მაქვს. სერიოზული სააგენტოა როგორც ვიცი და არ გინდათ ეს ჭორებზე დაყრდნობით ინფორმაციების გავრცელება. მასალის ბოლოს მიაწერეთ - მელორამ ბოღმიანები მოგიკითხათქო.


დავით ჯაბაშვილი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42