ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:19, 08 Feb, 2016     1558
ცესკოში აცხადებენ , რომ ახალი თანამშრომლები მათი პროფესიული უნარებისა და კვალიფიკაციის გამო შეარჩიეს. ყოფილი თანამშრომლების მიერ გამართული საპროტესტო აქციის საპასუხოდ საარჩევნო ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა:

„ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს წარმოგიდგენთ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის შედეგების შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ ცესკოს ოფიციალური შედეგები მკვეთრად განსხვავდება ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული მცდარი ინფორმაციისგან, რაც მათ კერძო ინტერესების მქონე ფიზიკურმა პირებმა და სხვადასხვა ორგანიზაციებმა გადასცეს.

არჩევის პროცესი წარიმართა კანონის შესაბამისად, რასთან დაკავშირებითაც ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ კანონით დადგენილ ვადებში არჩევის შესახებ ცესკოს არც ერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა სასამართლოში.

საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედ წევრთა სრული რაოდენობა 380 პირით განისაზღვრება. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილების 5 წლიანი ვადის გასვლის გამო, 193 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი. ცესკოს, 4 თებერვლის სხდომაზე არჩეულ იქნა საოლქო საარჩევნო კომისიების 182 წევრი, აქედან 113 ქალი და 69 კაცი.

ცესკოს სხდომას ესწრებოდა კომისიის წევრთა სრული შემადგენლობა - 13 წევრი. გამარჯვების მოსაპოვლებად კანდიდატს უნდა დაეგროვებინა დანარჩენ კონკურსანტებზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ 7 ხმისა.

სახელობითი კენჭისყრის სტატისტიკა შემდეგია:

- 13 ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 28 წევრი;

- 12 ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 35 წევრი;

- 11 ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 34 წევრი;

- 10 ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 24 წევრი;

- 9 ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 61 წევრი.

არჩეულ წევრთაგან 55 პირი არის საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედი წევრი, რომლებიც აირჩნენ ხელახალი ვადით. ამავდროულად, არჩეულთა შორის არიან როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებით წევრებად მუშაობის გამოცდილების მქონე 81 პირი, ისე საუბნო საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა არჩევნებზე მუშაობის გამოცდილების მქონე 25 პირი. ცესკო, ასევე მიესალმება საარჩევნო გამოცდილების მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერების არჩევას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებად.

არჩეულ პირთა სია, ცესკოს 4 თებერვლის სხდომის ოქმი და სახელობითი კენჭისყრის შედეგები, ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ განკარგულებები, არჩევის პროცესის დასრულებიდან მეორე დღესვე, 24 საათის განმავლობაში განთავსდა ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.“- აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42