საქართველოს ამოცანა არ არის MAP-ი, ჩვენი მიზანი არის წევრობა- თინათინ ხიდაშელი
პოლიტიკა - 14:33, 08 Feb, 2016     1351
თავდაცვის მინისტრის განცხადებით საქართველოს მიზანი ნატოს წევრობაა და არა MAP -ის მიღება. აღნიშნული განცხადება თინათინ ხიდაშელმა "მოამბის" ეთერში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის განცხადების კომენტირებისას გააკეთა , რომლის თქმითაც ალიანსის წევრებს შორის საქართველოს მაპ-ის საკითხზე თანხმობა ჯერ არ არის.

„საქართველოს ამოცანა და მიზანი არ არის MAP-ი. ჩვენ, ქართული სახელმწიფო არ ვითხოვთ MAP-ს და არ ვსაუბრობთ MAP-ზე. ჩვენი ამოცანა ძალიან მარტივია - ეს არის წევრობა,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლო დაბლოკვის შესახებაც გააკეთა კომენტარი და მაგალითად შვედეთი და ფინეთი მოიყვანა:

„ხვალ შვედეთმა და ფინეთმა, სადაც საუბრებია დაწყებული, რომ გადაწყვიტოს ნატოს წევრობა, ფიქრობთ, რომ მას ჯერ MAP-ს შესთავაზებენ და შემდეგ წევრად მიიღებენ? პირველ რიგში ამ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. არსებობს რეალობები. ეს რეალობები იცვლება იმის მიხედვით, როგორც იცვლება გარემო. შვედეთთან და ფინეთთან მიმართებაში იმიტომ არის განსხვავებული რეალობა, რომ გარემოა განსხვავებული. ჯეიმს აპატურაიმ ძალიან გასაგებად, ნათლად, დამარცვლით თქვა საკუთარ ინტერვიუში, რომ გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილების შესაბამისადო. ამიტომ, ნუ გამოვეკიდებით ფანტომებს, ნუ გამოვეკიდებით იმას, რაც არ არის ქვეყნის ამოცანა. არ არის ჩვენი ოცნება და ამოცანა MAP-ის მიღება. ჩვენ დღეს უნდა ვემზადოთ იმისთვის, რომ ხვალ, როდესაც გაიხსნება ეს ფანჯარა და აუცილებლად გაიხსნება ეს ფანჯარა საქართველოსთან მიმართებაში, ზუსტად ისე, როგორც გაიხსნა ბალტიისპირეთთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან მიმართებაში, ასევე გაიხსნება საქართველოსთან მიმართებაში. კარს არავინ გაგვიღებს, რუსეთი ამას არასდროს დათანხმდება, მაგრამ ფანჯარა აუცილებლად გაიღება. ამიტომ, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ქართულმა სახელმწიფომ, ერთის მხრივ და პარტნიორებმა მხარდაჭერის ფარგლების, პარამეტრების, შესაძლებლობების გაზრდაში დახმარების თვალსაზრისით, რომ ნებისმიერ წამს, როდესაც გეოპოლიტიკური სურათი შეიცვლება, საქართველო მზად იყოს ამ ფანჯარაში შესასვლელად,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42