რუხაძე მაკა ასათიანს 7,5 მილიონ დოლარს სთავაზობდა - გადაბაძე სკანდალურ დოკუმენტს ასაჯაროებს
პოლიტიკა - 13:54, 08 Feb, 2016     2324
ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ირაკლი რუხაძე მაკა ასათიანს, ტელეკომპანია „მაესტროს“ შინაარსში 7,5 მილიონ დოლარს სთავაზობდა. ბაია გადაბაძის განცხადებით, შეთავაზება სისტემატურად, გასული კვირის ჩათვლით გრძელდებოდა:

„დოკუმენტაცია, რომლის წარმოდგენაც მინდა თქვენთვის, არის მტკიცებულება, თუ როგორ ორგანიზებულად მიმდინარეობდა „მაესტროს“ ხელში ჩაგდება. წარმოგიდგენთ 2015 წლის 29 მაისს მოწერილი დოკუმენტი, რომელიც ირაკლი რუხაძემ მოსწერა კოტე გოგელიას და მაკა ასათიანს. ამის გასაჯაროებით ბევრ ადამიანს ვაგდებ უხერხულ მდგომარეობაში, მათ შორის, მაკა და კოტეს, მაგრამ ვითარება იმგვარია, რომ სხვანაირად წარმოუდგენელია.

ირაკლი რუხაძე სთავაზობს მაკა ასათიანს გარიგებას, რის სანაცვლოდაც იხდის 7.5 მილიონ დოლარს. მას აქვს ჩამოთვლილი პუნქტები, თუ რა აინტერესებს მას „მაესტროში“. გარიგების საგანი არის შემდეგი აქტივები, არა კომპანიის წილები - ამბობს ის. „მაესტროზე“, როგორც ბრენდზე, უფლება - ყურადღება მიაქციეთ, მას უნდა ბრენდი „მაესტროსი“; „მაესტროს“ ლიცენზიები და სიხშირეები; შეძენილი ტელენაწარმის კონტენტი, ანუ შინაარსი; საავტორო უფლებები „მაესტროს“ მიერ ნაწარმოებ საკუთარ ტელეპროდუქციაზე.

ადამიანი 7,5 მილიონ დოლარს იხდის შინაარსში, არა მატერიალურ ფასეულობაში, არა შენობაში, არა ტექნიკაში, არამედ შინაარსში.

ამ წინადადებაში, ის ამბობს - შემოთავაზების ფორმირებისას გავითვალისწინეთ მრავალი გარემოება. ჩამოთვლილია გარემოებები და მთავარი - გაურკვევლობა გიორგი გაჩეჩილაძის წილთან დაკავშირებით და ის რისკები, რომლებიც ამ გაურკვევლობას მოჰყვება, შემოთავაზებული ფასი არ ისახავს ამ წილის გამოსყიდვას - არ არსებობს საბოლოო შეთანხმება ბატონ გია გაჩეჩილაძესთან.

ამ დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ ირაკლი რუხაძის ინტერესი იყო ამ ტელეკომპანიის შინაარსი და ამაში იხდიდა 7,5 მილიონ დოლარს.

ეს გარიგება არ შედგა რამდენიმე მიზეზით. მათ შორის, ჩემი დაჟინებული თხოვნითაც. გასხვისების შემთხვევაში, თუკი მაკა ასათიანი გაასხვისებდა ამ აქტივებს, ის „გადააგდებდა“ დანარჩენ პარტნიორებს, რაც მან არ გააკეთა. ეს შემოთავაზება გრძელდებოდა სისტემატურად, ფაქტობრივად, წინა კვირის ჩათვლით. მას მერე, რაც არ დათმო მაკა ასათიანმა წილი, თქვენ ძალიან კარგად იცით, როგორ განვითარდა მოვლენები. ბატონმა რუხაძემ, სამწუხაროდ, გამოიყენა 25%-იანი წილი, რომელიც ჰქონდა გიას“, - განაცხადა გადაბაძემ.

იდევ ერთი მიმოწერა, რომელსაც ბაია გადაბაძე ასაჯაროვებს 2016 წლის 15 იანვრით თარიღდება. ეს წერილი მაშინ ჯერ კიდევ პარტნიორებმა ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ გაუგზავნეს ყველა სხვა დანარჩენ პარტნიორს, მათ შორის, მამუკა ღლონტს, ეკა აკობიას, მაკა ასათიანს, სადაც აღნიშნულია, რომ გეგმავენ წილის გასხვისებას მესამე პირზე.

„რადგან უპირატესი შესყიდვის უფლება გაქვთ თქვენ, გთავაზობთ, რომ 2.5 მილონად იყიდეთ ჩვენი წილი და ეს ყველაფერი გადაგვიხადეთ სამ დღეშიო.

წესდების თანახმად, თუ მესამე პირი არ ყიდულობს წილს, არ არის საჭირო ასეთი შეთავაზება, აქედან დასტურდება, რომ ისინი ირაკლი რუხაძეზე ყიდდნენ მაშინ წილს და არა გია გაჩეჩილაძეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეთავაზება საჭირო არ იყო. როდესაც ვითარება გართულდა და მიხვდნენ, რომ ირაკლი რუხაძის გამოჩენა არ იყო მათთვის სასარგებლო, ეს წილი იყიდა გია გაჩეჩილაჩემ,“ - აცხადებს ბაია გადაბაძე.

როგორც მაესტროს გენერალური დირექტორი ამბობს, ასეთი ჩარევების გამო გახდა იძულებული მიემართა სასამართლოსთვის გაკოტრებასთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42